სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი ექსკურსიით დააგვირგვინეს
26-06-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით დატვირთული 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

მე-7 კლასმა სასწავლო წელი მცხეთაში ექსკურსიით დააგვირგვინა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, საქართველოს გულის, „მირონმდინარე“, ქალაქის დათვალიერება საგურამოში სტუმრობით დაიწყეს. მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის შემდეგ, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ. გარდა ამისა, დაათვალიერეს სამთავროსა და სვეტიცხოვლის ცად აზიდული გუმბათოვანი ტაძრები, მოინახულეს ჯვრის მონასტერი და არაჩვეულებრივი ხედებით დატკბნენ. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და მცხეთიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

გასვლითი აქტივობა პედაგოგ ფიქრია გიორხელიძის ჩართულობით გაიმართა, რომელიც  ექსკურსიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.

„საოცარი დღე გამოვიდა, მადლიანი, კეთილი... მხიარული და ბედნიერი საათები ვუწილადეთ ერთმანეთს... ბავშვებმა ინტერესით დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, ყურადღებით უსმენდნენ გიდის მიერ გადმოცემულ საოცარ ისტორიებს დიდი ქართველების შესახებ. სვეტიცხოველში სამშობლოსა და სვეტიცხოველზე შეყვარებულმა გიდმა, ქალბატონმა ციცინომ ბავშვებს ჩვეული არტისტულობით უამბო უდიდესი სიწმინდეების შესახებ. დიდებული დღე იყო... 

გართობისთვისაც მოვიცალეთ, გამოვლინდა გოგონების სიმაღლის სიყვარული, ვაჟიკოს სპორტული და გაბრიელის სიმღერისა და ცეკვის ნიჭი... ქეთის დაუშრეტელ ენერგიაზე არაფერს ვამბობ, იას თურმე ასტრონომია იტაცებს, ბიჭები რეპს მღერიან, ქართულ ხალხურსაც, ბუჭა მასწავლებელი გადასარევად წვავს მწვადს... გასაგიჟებელია მშობლების იუმორი, თითქოს ღამე არ გაუთევიათ, თითქოს დაღლილები არ არიან... ვმადლობ უფალს შინ მშვიდობით დაბრუნებისათვის... 

დღესაც გონებაში ცნობილი ლექსის ფრაზა მიტრიალებს:

 „მცხეთის ქალაქს მირონი დუღს, მზის და ვაზის მირონი,

ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.

იღაღადეთ ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,

მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო!“,- აღნიშნავს მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:









კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება