სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგთა შერჩევას იწყებს - ვის მიენიჭება პრიორიტეტი
26-06-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის eTwinning-ის ფარგლებში იწყებს მასწავლებელთა შერჩევას საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ eTwinning-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. შერჩეული მასწავლებლები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე ასევე, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სემინარზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარადგინონ:

1. ავტობიოგრაფია (CV);
2. პროექტის აღწერილობა და რეფლექსია (Word - ის ფორმატში, მაქსიმუმ 5 გვერდი, sylfaen 12 შრიფტით);
3. პროექტის პრეზენტაცია;

პროექტის აღწერილობა: აღწერეთ პროექტის მიზანი, საგანთაშორისი ინტეგრაცია, მეთოდები, განხორციელებული აქტივობები, პროექტის შედეგები და სხვა მოცემული კომპონენტები, სამიზნე კომპეტენციები. (არაუმეტეს 300-400 სიტყვით).

• პროექტის სახელწოდება:
• პროექტის აქტუალობა:
• მიზანი:
• საგანი:
• მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი და რაოდენობა:
ესგ-თან კავშირი:
• დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები:
• შედეგების ანალიზი:
• ფოტო და ვიდეომასალა.
თვინსფეისის ბმულები:

პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

• მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
• რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
• რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
• რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
• რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
• მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
• რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?

პროექტის პრეზენტაცია:

წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში - Power Point -ში (მაქსიმუმ 15 სლაიდი), პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის ძირითად თეზისებს.

თავად აირჩიეთ ერთი -ერთი პროექტი რომელშიც ჩართული ხართ ESEP-ის პორტალზე და რომელიც აქტიური იყო 2023-2024 წელს. მიუთითეთ თვინსფეისის ლინკები განხორციელებული აქტივობების დამადასტურებლად.

საბუთები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე etwinningplus@tpdc.ge 8 ივლისის ჩათვლით. დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება.

პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც არ მიუღიათ მსგავს კონკურსში მონაწილეობა ბოლო 3 წლის განმავლობაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

უნდა ასწავლოს თუ არა სკოლამდელმა დაწესებულებამ ბავშვს წერა-კითხვა?

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება