სიახლეები
სკოლები

ხურვალეთისა და აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ 
26-06-2024
-
+


გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლასა და კასპის მუნიციპალიტეტის  სოფელ აღაიანის საჯარო სკოლას შორის მთელი წლის მანძილზე ჯანსაღი თანამშრომლობითი გარემო იყო შექმნილი, ორივე სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს საერთაშორისო პროექტზე და საკუთარი იდეები ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. 

მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ eTwinning -ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტზე - „ბეღურების გამოკვება ზამთარში“. მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი იდეები გააცნეს, გამოცდილება გაუზიარეს, სამუშაო თემაზე ინფორმაცია მოიძიეს, შეაჯამეს და საბოლოოდ, საკმაოდ წარმატებით განახორციელეს პროექტი. 

აღსანიშნავია, რომ აღაიანის საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან და პედაგოგ მარინა ქაწაშვილთან ერთად, პროექტზე აქტიურად მუშაობდნენ ხურვალეთის საჯარო სკოლის პედაგოგი გიული ბუთხუზი, მე-3 კლასელი მოსწავლეები და ინგლისური ენის მასწავლებელი ნატო ხუროშვილი.

პროექტის დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

„წარმატებებს ვუსურვებ პროექტის ფარგლებში დამეგობრებულ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს“, აღნიშნავენ სკოლებში და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება