სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ამ წუთსაც ფეხბურთზე საუბრობენ სკოლაში, მთელი პედკოლექტივი ერთად ვაპირებთ თამაშის ყურებას“- დირექტორები მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს ამხნევებენ
26-06-2024
-
+


ევრო 2024 - დღეს საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან გადამწყვეტ მატჩს ჩაატარებს, რადგან ამის შემდეგ გაირკვევა, გავაგრძელებთ თუ არა ასპარეზობას ჩემპიონატზე.

თამაშისთვის ყველა დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით ემზადება. ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ტერიტორიაზე, დიდი ეკრანები დამონტაჟდა, ქალაქებსა თუ სოფლებში მეზობლები, მეგობრები, ნათესავები... იკრიბებიან, საზეიმო გარემოს ქმნიან და მატჩის ყურებას ერთად აპირებენ. ეზოებში გამოტანილი ტელევიზორები, საქართველოს დროშითა და ეროვნული სიმბოლოებით მოწყობილი აივნები, ყველა კუთხეში აჟღერებული ქვეყნისა და ნაკრების ჰიმნები... დიახ, დღეს თითოეული ჩვენგანი ფეხბურთის გულმხურვალე ქომაგია; დღეს ყველა, მამარდასთან ერთად, ვიცავთ ჩვენს კარს და ჩვენს საამაყო ფეხბურთელებთან ერთად, ვიბრძვით გოლის გასატანად - დღეს ჩვენ ვართ საქართველო!

საინტერესოა, როგორ ემზადებიან ამ ისტორიული მატჩისთვის? ვისთან ერთად და სად აპირებენ თამაშის ყურებას? გულშემატკივრობის რა ტრადიცია აქვთ? - etaloni-ge-სთან ერთად, სკოლის დირექტორები საქართველოს ნაკრებს ამხნევებენ. 

როგორც აღმოჩნდა, ისინი დიდი ენთუზიაზმით, მოუთმენლად ელოდებიან თამაშის დაწყებას. ემოციებს ვერ მალავენ და ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვებისკენ მოუწოდებენ.


თამილა მეგრელი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, ჩვენს ბიჭებს დღევანდელ მატჩზე წარმატებებს ვუსურვებ. ისეთი მონდომებულები არიან, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გვასახელებენ. მთელი სოფელი და პედკოლექტივი დიდი შემართებით ველოდებით დღევანდელ თამაშს. ყველანი ერთად ვაპირებთ მატჩის ყურებას. ოჯახში ახლა მარტო ვარ, მაგრამ სკოლის პედკოლექტივი შევიკრიბებით და ერთად ვუყურებთ ჩვენი გუნდისთვის ამ ისტორიულ თამაშს.

თინათინ ყალიჩავა, გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი თაობა წამოვიდა ფეხბურთში. შრომისმოყვარეები არიან, თავს არ ზოგავენ წარმატებისთვის. ჩვენის სკოლა მცირეკონტინგენტინია. სულ 30 მოსწავლე გვყავს, მათგან 11-ს ფეხბურთისადმი მიდრეკილება აქვს და მთელი გულით სურს ფეხბურთელობა. ბავშვები, როცა ნაკრების წევრებს თამაშებს, როცა უყურებენ უფრო მოტივირებულები ხდებიან. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, მთელი პედკოლექტივი ვაპირებთ შეკრებას და თამაშის ერთად ყურებას. პედაგოგიური საბჭოს სხდომა სწორედ ამით გავხსენი - წინ გამარჯვებისკენ! აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების!

ქეთევან მურცხვალაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს ბიჭებს მთელი გულით ვგულშემატკივრობ და ვუსურვებ გამარჯვებას. მათი შრომა და თავდადება მინდა დაფასდეს. ნიჭიერი არიან და მჯერა, ყველაფერი გამოუვათ. ამ ბოლოს დროს, იმდენ შრომასა და ენერგიას დებენ თამაშებში, რომ ნამდვილად იმსახურებენ გამარჯვებას. ყველა ასაკის ადამიანი - დიდი თუ პატარა ჩართულია ამ ამბებში. ჩემი პატარა წვლილი მინდა შევიტანო მათ წარმატებაში - ეს ჩემი მხრიდან გულშემატკივრობასა და ქომაგობას გულისხმობს. ძალიან მინდა დღევანდელი თამაშის ყურება, არ ვიცი მოვახერხებ თუ არა, რადგან ძალიან დაკავებული ვარ, ბევრი საქმე მაქვს. თუმცა, მაინც ვეცდები, რომ თამაშს ვუყურო.

ლალი კაპანაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ამ წუთსაც კი ფეხბურთზე საუბრობენ სკოლაში. ყველანი დიდი შემართებით ველოდებით საქართველო-პორტუგალიას მატჩს. ჩვენი ბიჭების იმედი მაქვს და მინდა, რომ გაიმარჯვონ. სახლში ვაპირებ თამაშის ყურებას ოჯახის წევრებთან ერთად. მათ ვეტყვი, რომ ბოლომდე იბრძოლონ და არ დანებდნენ. წარმატებებს და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.

ლეილა თეთრუაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, დღევანდელ მატჩზე, წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. სხვა სპორტთან შედარებით, ფეხბურთში მოვისუსტებდით, მაგრამ ეს თაობა ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ფეხბურთში თავიანთ სახელს დატოვებენ და ჩვენს ქვეყანასაც ასახელებენ. დღევანდელ თამაშს სულმოუთქმელად ველოდები. დღევანდელ მატჩს მეგობრებთან, ჩემი სკოლის პედკოლექტივთან ერთად ვუყურებ. ჩემს სკოლაში ძალიან ბევრია ფეხბურთით დაინტერესებული და რა თქმა უნდა, ამ თამაშსაც შემართებით ველოდებით. ისეთი სპორტის მასწავლებელი გვყავს, მჯერა, მისი გულშემატკივრობით მთელ სკოლას აიყოლიებს.  

ჯუმბერ ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის დირექტორი:

დღევანდელ თამაშს მგონია, რომ ყველა ქართველი მოუთმენლად ელოდება. მათ შორის ვარ მეც. მთელი გულით მინდა, ჩვენმა ბიჭებმა გაიმარჯვონ. ჩემს ოჯახში, თანამშრომელთან ერთად ვაპირებ დღევანდელი თამაშის ყურებას. ვნახოთ, ველოდებით მოგებას. წინა თამაშებსაც ვუყურე, ემოციებს ვერ ვმალავდი, ძალიან ვინერვიულე. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება მოგებას ველოდები. ჩვენ ისეთი კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომ მათი იმედი ყოველთვის მაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მათ უკვე ისტორია დაწერეს.

ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

დღევანდელი თამაშის ყურებას ოჯახის წევრებთან ერთად ვაპირებ. წინა თამაშებსაც ვუყურე და ძალიან ვინერვიულე. კარგი იქნება თუ მოიგებენ მაგრა, ყველაზე დიდი ბედნიერებაა მაინც ისაა რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ეს უკვე გამარჯვებაა. მთელი გულით ვგულშემატკივრობ ჩვენს ბიჭებს. დღევანდელი მატჩი ფრედ, რომ დასრულდეს კარგი იქნება, მაგრამ მოგების მოლოდინიც მაქვს. ჩვენი ქართული მებრძოლი სულის იმედი მაქვს. ბიჭებს ვეტყოდი, ოპტიმისტები იყვნენ და არ იფიქრონ, რომ მეტოქე ძლიერია. ისინიც ძლიერები არიან და ამ ფიქრებით, შემართებით გავიდნენ სტადიონზე.

ზაზა პიტავა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველო-პორტუგალიის თამაშის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით მთელი სასკოლო საზოგადოება. თამაშის ყურებას ჩვენს ოჯახებში ვაპირებთ, მაგრამ თუ მოვახერხებთ მთელი სასკოლო საზოგადოება ერთად ვუყურებთ. დიდი მოლოდინები მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. ნამდვილად იმსახურებენ ჩვენი მებრძოლი ფეხბურთელები ამას.

მურად ჯიშკარიანი, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩვენი სკოლის მამაკაცი პედაგოგებს ასეთი ტრადიცია გვაქვს - ფეხბურთის საყურებლად ერთმანეთის ოჯახებში ვიკრიბებით ხოლმე, ხან ერთთან, ხან მეორესთან, დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი. საქართველო-პორტუგალიის თამაშს ერთად ვუყურებთ. წინა თამაშებზეც ასე შევიკრიბეთ და ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ მოვიგეთ. თუმცა, ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ძალიან ბევრს ნიშნავს და უკვე გამარჯვებაა. ჩვენს სკოლაში სწავლობდა ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ეს თამაში ორმაგად ემოციური იქნება, თუ გამოიყვანენ სტადიონზე. ფეხბურთელებს ვეტყოდი - წინ გამარჯვებისკენ!

ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოუთმენლად ველოდები ჩვენი ნაკრების თამაშს. მოგება ნამდვილად ძალიან მინდა, მაგრამ თუ ამას ვერ შევძლებთ იქნებ კარგი თამაში მაინც ვაჩვენოთ. ჩვენი ფეხბურთელები ისეთი მონდომებულები არიან მჯერა, რომ კარგად ითამაშებენ. დღევანდელ მატჩს ოჯახში ვუყურებ და რაც შემეძლება ვუგულშემატკივრებ ბიჭებს, წარმატებებს ვუსურვებ მათ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება