სიახლეები
სკოლები

„პასიური სკოლის გააქტიურება“ - ყარაჯალას საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტი განხორციელდა
27-06-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამას ადასტურებს ის პროექტები და აქტივობები, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში იამრთებოდა სკოლაში. ​აღსანიშნავია, რომ სკოლაში, 29 მაისს სტარტი აიღო პროექტმა - „პასიური სკოლის გააქტიურება“.

პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სკოლის  მოსწავლეთა გააქტიურებასა და ჩართვას სპორტულ აქტივობებში. პროექტი ქართული ენის პედაგოგის ლია მუკბანიანის ხელძღვანელობით განხორციელდა. 

პროექტის ავტორი კი XI კლასის მოსწავლე ულვი სულეიმანოვი გახლდათ, საინიციატივო ჯგუფის წევრები: ჟალე საფაროვა, ნურჯან მეხტიევა, როია გაჯიევა იყვნენ.  პროექტის პირველი ეტაპი, მხიარულ სტარტებს მოიცავდა, რომელშიც V-VII კლასების მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ.

მხიარულ სტარტებში გამარჯვება მოიპოვეს VI და VI კლასების  მოსწავლეებმა. სკოლაში მათ ამ ღირსეულ გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.

„მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, მონაწილეთა კლასების დამრიგებლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის განხორციელებაში. დიდი მადლობა საუკეთესო ჟიურის. განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს - სევინჯ ალიევს  თანადგომისთვის, ჩართულობისთვის, მონაწილეობისთვის. ასევე მადლობა არაჩვეულებრივ XI კლასს, თითოეულ ახალგაზრდას ვინც ხელი შეუწყო ამ სახალისო და საინტერესო პროექტის განხორციელებას.

ეს არის საუკეთესო  მაგალითი გუნდურობის, თანამშრომლობისა და თანადგომისა! ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ბევრი ლამაზი და საინტერესო პროექტი ჩვენს სკოლას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის

„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები

„არებისთვის“ რომელ  მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად სითბი და გულწრფელი ემოციები აჩუქეს

სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა



საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

სიახლეები
საზოგადოება