მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
3 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და არავის ისე არ სჭირდება იწამოს ზღაპრის კეთილი დასასრულისა, როგორც აბიტურიენტებს... 26 ივნისის ისტორიული გამარჯვება იმედის მიმცემი გახდა აბიტურიენტებისთვის, იმედის? მეტიც - ზოგი მათგანი დარწმუნებულია, რომ ისევე მოუგებენ მატჩს NAEC-ს, როგორც საქართველომ პორტუგალიას.
უსაზღვრო ემოციები, სასწაულების რწმენა და შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა - ამის ნათელი მაგალითია საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რომელთა შთაგონებით აბიტურიენტებს წინასაგამოცდოდ თავდაჯერება შეემატათ. ისინი, ვნებათაღელვის მიუხედავად, მაინც გამოვიდნენ სოციალური ქსელის ასპარეზზე ღიმილისმომგვრელი ექსპრომტებით და ტრადიციად ქცეული „მიმებით“.
არავის გაუკვირდეს, რომ 3 ივლისს ყველა აბიტურიენტი წითელ-თეთრ ფერებში გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში, ამას ერთი აბიტურიენტი აანონსებს და გამოწვევის
მისაღებად სხვებსაც იხმობს:
„ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!“
გ ი ლ ო ც ა ვ თ!
აი, ახლა რომ სიხარულით ვცხოვრობთ, ამ სიხარულს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! მადლობა ღმერთს ფეხბურთისთვის!
ეროვნულებზე წითელ-თეთრებში!“.
ნაკრები კი გავიდა პორტუგალიასთან გამარჯვებით ჯგუფიდან, მაგრამ ერთ-ერთი აბიტურიენტი, როგორ „ახტება“ ეროვნულებს და პირდაპირ უნივერსიტეტის ფინალურებს წერს, ეს თუ ვინმემ გაიგოთ, ჩვენც გაგვაგებინეთ: „ეროვნულები კი არა აწი, თუ გინდათ ფინალურები დამიდეთ!“
აქვე, მიმი: მიქაუტაძე აბიტურიენტის რანგში და კვარაცხელია, გულშემატკივარი დედის როლში.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გისურვოთ, ისეთივე წარმატებით ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც მიქაუტაძემ გაიტანა პენალტი!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.