სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს 
28-06-2024
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად ერთვებოდნენ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებას აცნობდნენ. 

ამჯერად სკოლა მოხარულია გაგვიზიაროს მეორეკლასელთა წარმატება. 

მუნიციპალიტეტის 10 მეორეკლასელს, რომლებმაც სტიპენდიანტის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს, შეხვდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ეროვნული ცენტრის დირექტორ გოჩა ბაკურაძეს, რომელმაც ეს ჯილდო დააწესა.

მათ შორის იყვნენ ივანდიდის საჯარო სკოლის ორი მეორეკლასელი სტიპენდიანტი ერთ-ერთი, ელენე კოპალიანი კი უკვე ორგზის სტიპენდიანტია.

საბა ჯიშკარიანმა კი, შეძლო გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის ღირსეული ადგილი დაეკავებინა. 

ცენტრის დირექტორმა პატარებს მიულოცა გამარჯვება და უსურვა მიღებულ პოზიციაზე მყარად დგომა და თორმეტი წლის განმავლობაში სტიპენდიანტის ტიტულის შენარჩუნება. ასევე წარმატებები უსურვა სხვა მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა არსებული ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია, სკოლების დირექტორები, კლასის დამრიგებლები და მოსწავლეთა მშობლები.

„ვულოცავთ ელენეს და საბას, ვულოცავთ მათთან ერთად ყველა მეორეკლასელს! წარმატებებს გისურვებთ პატარებო, ამ და სხვა უამრავ წამოწყებულ საქმეში.

დიდი მადლობა ბატონ გოჩას, მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობისთვის, მათში  მოტივაციისა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მოსავლეთა მიღწევით. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება