მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლას აქტიური, საკუთარი საქმის პროფესიონალი და მოტივირებული პედაგოგები ჰყავს.
ისინი სხვადასხვა პროექტში ხშირად ერთვებიან. 26 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პედაგოგთა შორის, 2023- 2024 სასწავლო წლის სპორტული თამაშების - „თამაშები ოლიმპიური სისტემით“, სპორტული დღეები დაიწყო. მასში განთიადის საჯარო სკოლის მასწავლებლები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
„ჩვენი სკოლა დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთო ტურნირში. მადლობას ვუხდით ხელვაჩაურის რესურსცენტრს, საუკეთესო დღეების ჩუქებისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზების, სპორტის მასობრიობის გაზრდის, განვითარების და პოპულარიზაციის, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრების, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ეწყობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“