მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად ერთვებოდნენ საინტერესო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზეც წარმოაჩენდნენ.
სკოლის კლუბ „ბიოტექნოს“, აქტიური მოსწავლეების ჩართულობით დასრულდა eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი - „ხელი მივცეთ ჩვენს სამყაროს - Let's give our world a hand“, რომლის „ფაუნდერი“ თურქი კოლეგა Sule Celikis -ია და თანამფაუნდერი კომპიუტერული ტექნოლოგი, პედაგოგი ხათუნი ასანიძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ პროექტში საქართველოს 21 საჯარო სკოლასთან ერთად ჩართული იყო საბერძნეთის, თურქეთის და რუმინეთის სკოლები.
პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი წიგნიერების კომპეტენციის განვითარება; გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენის გაცნობიერება; მოსწავლეებში ციფრული ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენების უნარის განვითარება; სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა ჩაატარეს და შექმნეს საინტერესო რესურსები, რომლებიც განთავსებულია პროექტის პორტალზე. მათ შექმნეს პროექტის ლოგო-პოსტერები, ასევე იმუშავეს აქტივობაზე - „ეკოლოგიური კვალი“.
22 აპრილს, სასკოლო საზოგადოებამ დარგო ყვავილები და ნერგები, აღნიშნა ბიომრავალფეროვნების დღე, რომლის ფარგლებშიც გააკეთა ჩიტის ბუდეები და განათავსა ხის ტოტებზე, ასევე შექმნა პრეზენტაცია - „მარსელის მოგზაურობა“, რომელიც მოიცავდა 17 მდგრადი განვითარების მიზანს.
პროექტის მონაწილეებმა, შესანიშნავ გუნდთან, ქართველი და უცხოელი პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად, ზუმის პლათფორმაზე, გააზიარეს შესრულებული აქტივობები, საზოგადოებას ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და ფლორა და ფაუნა გააცნეს.
სკოლაში მადლობას უხდიან თურქ კოლეგას შესაძლებლობისთვის, მოსწავლეებს კი ასეთი მონდომებისა და აქტიურობისთვის.
აღსანიშნავია, რომ დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რათა აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება