მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N5 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა. საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული სასწავლო პროცესი. მათ შორის მოწაფეები მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტებში.
მათ შორის მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო პროექტში - „კეთილდღეობა სკოლაში“, რომელიც წარმატებით დასრულდა. პროექტში მონაწილეობდნენ თელავის N5 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები: მარიამ ზაალიშვილი, გვანცა კენჭოშვილი, ბარბარე ლეფსვერიძე, ანი კოზმანიშვილი და მოქალაქეობის პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან მოსწავლეებისთვის მრავალი აქტივობით გაჯერებული პროექტი მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
მე-8 კლასელებმა შექმნეს ავატარი, პროექტის ლოგოსა და პლაკატებზე იმუშავეს წყვილებში, ამოხსნეს თავსატეხი, რამაც პროექტზე მუშაობა კიდევ უფრო სახალისო გახადა.
საინტერესი იყო აქტივობა - იყავი კეთილი - გააკეთე სიკეთე, სადაც მოსწავლეებმა ერთი ლამაზი დღე აჩუქეს თანატოლებს, მათ მშობლებს.
აქტივობის - ვიზიტი ექიმთან - ფარგლებში, თელავის N5 საჯარო სკოლის საყვარელ და ყურადღებიან ექთანს შეხვდნენ მოსწავლეები და ესაუბრნენ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე. მოსწავლეები მას არაჩვეულებრივი რჩევებისა და პრაქტიკული მაგალითებისთვის მადლობას უხდიან.
მოეწყო ღონისძიება - სპორტული დღე სკოლაში და სპორტი ჩვენს ცხოვრებაში - რომლის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა გააცოცხლა და აღაფრთოვანა მოსწავლეები.
მოწაფეებმა ასევე აღნიშნეს უსაფრთხო ინტერნეტის დღე, პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს ელექტრონული ბარათებით მიულოცეს ახალი წელი და 9 მაისი, და მათი გამაერთიანებელი პლატფორმის eTwinning-ის დაბადების დღე. ასევე, გაეცნენ ადამიანისა და ბავშვთა უფლებებს.
საერთაშორისო პროექტის ფარგლებში გაიმართა არაერთი ონლაინ შეხვედრა. პროექტის მონაწილეები ერთმანეთს გაეცნენ, გაცვალეს აზრები და იდეები, ისაუბრეს პროექტის გამორჩეულ აქტივობებზე. პროექტის დასასრულს კი მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ საერთასორისო პროექტის ავტორები არიან სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი რიმა კუპრეიშვილიდა მისი თურქი კოლეგა გულიზარ სერტ დულეკი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე