მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში მონდომებით ერთვებოდნენ.
მათ შორის, დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროექტი „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ განხორციელდა. რომლის ფარგლებშიც, პიესა - „შიშველი მეფე“ შეირჩა და კაბლის N1 და თელის საჯარო სკოლების მონაწილეობით, საზეიმო საღამო გაიმართა. ღონისძიება კაბლის N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა. მას მუნიციპალიტეტისა და თემის წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
როგორც კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე გვიყვება, სპექტაკლი ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლების - ელზა მუსალიევასა და ნონა მაისურაძის ჩართულობით დაიდგა, რომლებიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ცეკვებისა, სიმღერების და მონტაჟების მომზადებაში დაეხმარნენ.
მუსიკალური და მხატვრული ნომრები თელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მოამზადეს. მათთან ერთად, მასწავლებლები ციცინო შემშენოვი და ნონა გელაშვილი მუშაობდნენ.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ლიტერატურული ალმანახი „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ გამოიცა. სკოლაში 20 მოსწავლის შემადგენლობით, სარედაქციო კოლეგია შეიქმნა. ალმანახის დამზადებაში კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორთან - ლამარა ტაბატაძესთან ერთად, ქართულის მასწავლებელი - ნონა მაისურაძე და კარაჯალის საჯარო სკოლის აზერბაიჯანული ენის მასწავლებელი - ფარმან ალიევი ჩაერთნენ, რომელიც ამავე დროს, ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწევა და აზერბაიჯანულ ენაზე რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული. გარდა ამისა, ალმანახსი გამოცემაში წვლილი მიუძღვით აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებს - ილჰამ მამედოვსა და მალაჰათ შაბანოვსაც.
მოსწავლეები წერდნენ მოთხრობებს, შემდეგ ერთად კითხულობდნენ, შეცდომებს ასწორებდნენ და ერთმანეთს იდეებს უზიარებდნენ.
„მხატვრული ნაწარმოებები ჯერ ქართულ ენაზე იწერებოდა, შემდეგ ათი მოსწავლისგან შემდგარმა მოხალისეთა ჯგუფმა აზერბაიჯანულ ენაზეც გადთარგმნა. ამ პროექტის აღმოჩენაა კაბლის N1 საჯარო სკოლის მეათეკლასელი - სევინჯ იბრაგიმოვა, რომელსაც წერის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა და გაკვირვებულნი დაგვტოვა თავისი სქელტანიანი და საინტერესო მოთხრობებით. ორივე მოთხრობა პროექტის ფარგლებში დაიწერა და ლიტერატურულ ალმანახში დაიბეჭდა“,- გვეუბნება კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ლამარა ტაბატაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება