სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, პედაგოგიურმა და სამეურვეო საბჭოებმა, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინეს 
01-07-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა თავისი პროფესიონალიზმითა და უშრეტი ენერგიით გამოირჩევა. 

წლებია, რაც ის სკოლას დიდი წარმატებით უძღვება, სკოლაში მის შრომასა და ამაგს აფასებენ. 

სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედსაბჭო განსაკუთრებულად წარიმართა. ყველა პედაგოგმა, დამრიგებელმა, კათედრის გამგემ, დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუხლჩაუხრელი მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ასევე, დაიგეგმა მომავალი 2024-2025 სასწავლო წლის ამოცანები.

ამასთან, პედაგოგიურმა და სამეურვეო საბჭომ, საქართველოს ქალთა საბჭოსთან ერთად, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა.

პედაგოგებმა სკოლის ხელმძღვანელს სიურპრიზი მოუწყვეს და დირექტორად მუშაობის 10 წლის აღსანიშნავად, აქტიური, ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისათვის, დიპლომი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

„პოზიტიური მუხტი სუფევდა ირგვლივ, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში საგზზურად გაჰყვება ყველა პედაგოგს“,- წერს დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება