მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათიდან დაიწყო და 9:00 საათზე დასრულდება. ამ წუთებში აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციას გადიან.
დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ოსურ ენებში დაწერენ. გამოცდა 09:00 საათზე იწყება. გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათია, შესაბამისად ტესტზე მუშაობა აპლიკანტებს 12:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ.
გამოცდები მთელი საქართველოს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში
ყველა ცენტრი აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამასთან,
საგამოცდო სექტორებში დამონტაჟებულია კამერები, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით.
2024 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება