რომელი ტერიტორიებიდან იმოძრავებს დამატებითი ტრანსპორტი აბიტურიენტებისთვის და და იქნება თუ არა უფასო - დეტალები აპლიკანტებისთვის
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისასვლელი მარშუტები ცნობილია. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წინა წლების მსაგვსად დამატებითი ტრანსპორტი გამოსაცდელებს წელსაც მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა უფასო არ იქნება და მსურველებს, მგზავრობისას სტანდარტული ტარიფის გადახდა მოუწევთ.
საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.
აქვე გთვაზობთ დამატებითი ტრანსპორტის მარშუტებს, იხილეთ ჩამონათვალი:
მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;
მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე;
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე;
მეტრო „დიდუბის“ (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.
საგამოცდო ცენტრების ჩამმონათვალი - რუკის სანახავად დააჭირეთ ბმულს (მისამართს).