მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა პედაგოგ ლამარა მარგოშვილს გლოვობს.
ახმეტის საპატიო მოქალაქე და სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი არაერთი წელი ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.
მას სკოლაში ახასიათებენ, როგორც პროფესიონალს, საუკეთესო მეგობარსა და კოლეგას, ჭეშმარიტ პატრიოტს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახისა და სკოლისთვის, არამედ ხეობისა და სრულიად საქართველოსთვის.
„ასე არასდროს გამჭირვებია, სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს! ჩვენი ძვირფასი ლამარა მასწავლებელი აღარ გვყავს ...
მთელი სასკოლო საზოგადოება გულგაგლეჯილი და დადუმებულია, დასრულდა ერთი საუკეთესო ადამიანის, ღვაწლმოსილი მასწავლებლის და მოქალაქის ცხოვრება...
სკოლამ, ხეობამ და საქართველომ დაკარგა თავისი საქმის პროფესიონალი და ჭეშმარიტი პატრიოტი. აუნაზღაურებელი დანაკლისია ასეთი დიდი და ნათელი ადამიანის წასვლა...
ჩვენი ყველას ქომაგი, საუკეთესო მეგობარი და კოლეგა.
მთელი გულით ვწუხვარ და განვიცდი...
კიდევ ერთი ბურჯი გამოეცალა ჩვენს ხეობას და მთლიანად საქართველოს...“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული და ღრმად პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება