მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დოკუმენტში, რომელიც ეხება საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესს, ცვლილებები შევიდა.
ბრძანებაში, გარდა ზემოჩამოთვლილი ფაქტორებისა, საუბარია, რომ სკოლებისთვის დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა საპენსიო შენატანზე, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და ასევე, საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანისა და დროებითი შრომისუუნარობის გამო.
დოკუმენტში ასევე გაწერილია, თვეების მიხედვით, რომელ რიცხვებში უნდა მიაწოდონ სკოლებმა ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის შესახებ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება