მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ღლიღვაშვილი კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული, პროფესიონალი და საქმეზე შეყვარებული პიროვნებაა. სამართლიანი და გულისხმიერი ხელმძღანელი, სკოლის წარმატებად მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო გარემოს მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, ის მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეებს ასეთი გარემო შეუქმნას და მათი ინტერესები გაითვალისწინოს. ეს კი მოსწავლეებს მოტივაციას კიდევ უფრო უმაღლებს.
დირექტორი მანანა ღლიღვაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო გარემოს, რომელიც კურსდამთავრებულთა 60-80%-ს ხელს შეუწყობს ეროვნული დონის უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში წარმატებით ჩარიცხვას. ყველა მათგანი სკოლიდან იქნება აღჭურვილი იმ ცოდნით, უნარ-ჩვევებით და ფასეულობებით, რაც მიმდინარე გლობალურ პროცესებში მათ დაეხმარებათ საკუთარი ადგილისა და როლის პოვნაში.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ვიყო სამართლიანი, გულისხმიერი და პროფესიონალი.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- იყვნენ პასუხისმგებლიანნი, მიზანსწრაფულნი, თავიანთი არჩეული პროფესიის და საქმის ერთგულნი.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდებით ახალ თაობას განუვითარდეს 21-ე საუკუნის ცოდნა და უნარ-ჩვევები. რათა ცხოვრების სხვა ეტაპზეც შეძლონ მათი სრულფასოვანი რეალიზება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მოვუსმინო მოსწავლეებს და ყოველთვის გავითვალისწინო მათი შეხედულებები, ინტერესები და გემოვნება.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- „მე ვარ მალალა“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მზად ვიყო სიახლეებისთვის განსხვავებული მოსაზრებების მიღებისთვის, შეფასებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება