მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოდარ ბერძენაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც ბავშვების უპირობო სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი მიზანია სამშობლოს ეროვნული ღირებულებებით განმსჭვალული, პატრიოტი ახალგაზრდები აღუზარდოს. ის მუდმივად განვითარებისკენ მიისწრაფის და ამას ურჩევს აბიტურიენტებსაც - იყვნენ ინოვაციების მიმდევრები!
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ნოდარ ბერძენაშვილთან:
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მოსწავლეების მომზადებას ცხოვრებისათვის, საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნების აღზრდას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ მიიღო, ყველაფერი აწონ-დაწონე.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- გულისხმიერად მოეკიდონ სასწავლო პროცესს, იყვნენ ინოვაციების მიმდევრები, რათა ცხოვრება გაუადვილდეთ და ქვეყანასაც სასარგებლო საქმეები გაუკეთონ.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ეროვნული, პატრიოტული მოტივებით აღზრდა, მეტი შრომისმოყვარეობა სხვის იმედად ნაკლებად ყოფნა, სჯეროდეს თავის საქმიანობის, სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს. მთავარია არა სიმდიდრის მოხვეჭა, არამედ ამ ქვეყნიდან კაცურად წასვლა.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მათი წარმატების გაზიარებას, რჩევების მიცემას, ყველა ბავშვის სიყვარულის, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- მოსწავლეებს ვურჩევდი „საქართველოს მეფეების“ წაკითხვას, იმ წიგნების წაკითხვას, რაც სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანებს მიეძღვნათ.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ჯანმრთელობას, შვილებისა და შვილიშვილების კარგად ყოფნას. ქვეყნის წინსვლას და წარმატებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ