სიახლეები
საინტერესო

როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის - მოლაშქრის რჩევები დამწყებ მოგზაურებს
07-06-2018
-
+


ზაფხულის ცხელი დღეების, ქალაქის ხმაურის, მუდმივი სტრესისა და დაძაბულობისგან თავის დასაღწევად ბუნებაში დროის გატარებაა საჭირო. 

მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ განსატვირთად, გასართობად, ფიზიკური და მენტალური სიჯანსაღისთვის ლაშქრობა ყველაზე კარგი საშუალებაა. 

ლაშქრობა დადებითად და პოზიტიურად მოქმედებს როგორც ბავშვებზე, ისე მოზრდილებზე. სუფთა ჰაერზე ყოფნა აჯანსაღებს სხეულს, რეგულირდება სისხლის წნევა, ძლიერდება იმუნური სისტემა, იწვება ბევრი კალორია და კუნთები მოძრაობასა და აქტიურობას ეჩვეევა. 

საქართველო სალაშქრო ადგილების სიუხვით გამოირჩევა. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთდღიანი თუ ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. 

თუმცა, სანამ სალაშქროდ წავალთ და ზურგჩანთით ათობით კილომეტრს გავივლით, გამოცდილი მოლაშქრისა და მოგზაურის საბა სახვაძის რჩევები გავითვალისწინოთ. 

- როგორ უნდა მოვემზადოთ ლაშქრობისთვის, რა არის საჭირო დასამახსოვრებელი ლაშქრობის დასაგეგმად?  

- ლაშქრობის დასაგეგმად პირველ რიგში, იმ ადგილის კარგად ცოდნაა საჭირო, სადაც მიდიხარ ან მიგყავს ხალხი. გასათვალისწინებელია კლიმატი, ამინდის პროგნოზი, მოსალოდნელი რისკები, მარშრუტის ხანგრძლივობა, სირთულე და ასე შემდეგ. მაგალითად, საქართველოში არის ისეთი ადგილები, სადაც თოვლი გვიან აგვისტოში და სექტემბერშიც გვხვდება. ასეთ ადგილებში ლაშქრობა ივნისშიც კი რისკთან ასოცირდება, მიუხედავად სიცხისა.  

ლაშქრობისთვის მთავარია ჯერ მორალურად მოემზადო და მერე ფიზიკურად. უნდა გაიაზროს მოლაშქრემ, რომ ხშირ შემთხვევაში ფეხით გასავლელი მარშრუტი საკმაოდ რთულია და მოითხოვს როგორც შესაბამის ფიზიკურ მომზადებას, ასევე მორალურს. მორალურად უნდა ვიყოთ მზად მრავალი აღმართისთვის, მზის დამწვრობისთვის, დაღლილობისთვის, უცხო ხალხთან ურთიერთობისთვის. რა თქმა უნდა, აუცილებელია კარგი მომზადება, შესაბამისი აღჭურვილობა და სურვილი. 

- აღჭურვილობაზე და აუცილებელ ნივთებზე უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვე... 

- საჭირო ნივთების სია, ალბათ, უსასრულობამდე გაგრძელდება, მაგრამ ნებისმიერ ლაშქრობაში აუცილებლად გვჭირდება ორი რამ: პარალონი (ქვეშსაგები) და საძილე ტომარა. საძილე ტომარა მშვიდ ღამესთან ასოცირდება, მით უმეტეს მაშინ, როცა ალპურ ზონაში ან უბრალოდ ცივ ადგილზე მიდის მოლაშქრე. აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, რომ ლაშქრობაში სხვის იმედად წასვლა არ შეიძლება. საჭიროა ყველას ჰქონდეს საკუთარი ზურგჩანთა, კომპაქტური დანა, სანთებელა ან ასანთი, ფანარი, საწვიმარი, წინდები და ტანსაცმელი, ქუდი, აფთიაქი, სათვალე. ლაშქრობაში სახლის მაგივრობას წევს კარავი და ესეც ერთ-ერთი საჭირო ნივთია ლაშქრობისთვის. 

უფრო რომ დავკონკრეტდეთ, პირადი აფთიაქი აუცილებლად უნდა იყოს წყალგაუმტარ კონტეინერში მოთავსებული. აფთიაქი ზურგჩანთაში დიდ ადგილს არ იკავებს, მაგრამ ლაშქრობის დროს შეიძლება ძალიან გამოგადგეთ. აფთიაქში უნდა გქონდეთ: იოდი, ბამბა, სტერილური ბინტი, სველი ხელსაწმენდი, ფოროვანი ლეიკოპლასტირი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკი, წყალბადის ზეჟანგი, გაციების საწინააღმდეგო წამლები, თუ ალერგიული ხართ, ალერგიის წამლები, ვალერიანი ან ვალიდოლი. 

რაც შეეხება პირად ნივთებს, ლაშქრობაში აუცილებელია გვქონდეს საკუთარი ჭიქა (სასურველია ალუმინის ან პლასტმასის), თეფში (არაერთჯერადი), დანა, კოვზი, ჩანგალი და პირადი ჰიგიენის ნივთები. 

- როგორ უნდა ვიკვებოთ ლაშქრობის დროს? 

- ლაშქრობაში საჭიროა მსუბუქი და მაღალკალორიული საკვების წაღება, როგორებიცაა ყველი, კვერცხი, ხორცი, სოკო, კარაქი, რძის ნაწარმები, ცხოველური ცხიმები, თაფლი, ხილი, ბოსტნეული, მაკარონი, ბრინჯი, შაქარი, თეთრი პური და ასე შემდეგ. გასათვალისწინებელია ასევე წელიწადის დროები, რომ თბილ პერიოდებში მალფუჭებადი საკვები არ ვიქონიოთ თან. სასურველია ასევე ტკბილეულობა, ძირითადად შოკოლადები, რომლებიც ენერგიის აღდგენაში დაეხმარება მოლაშქრეებს. 

- დაახლოებით რა თანხა ჯდება საქართველოში ლაშქრობა? 

- ლაშქრობის ფასი პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენს არჩევანზე. გამოცდილ მოლაშქრეებში საკმაოდ პოპულარულია ავტოსტოპით გადაადგილება, ვინაიდან ლაშქრობაში მთავარ ხარჯს ტრანსპორტი წარმოადგენს. ავტოსტოპი ამ ხარჯებს გვიმცირებს და მოგზაურობას უფრო საინტერესოს ხდის: იცნობ უამრავ ახალ ადამიანს, ისმენ ბევრ ისტორიას, იძენ მეგობრებს. 

ფასებს რაც შეეხება, საშუალოდ 15 ლარიდან იწყება. თუ დაცულ ტერიტორიებზე ან ნაკრძალში მოგზაურობთ, ბევრგან ღამის გათენება ფასიანია. ზოგიერთ მათგანში არ ფუნქციონირებს სტუდენტური ფასდაკლებებიც, რაც ზრდის ხარჯს. გამოუცდელი მოლაშქრეებისთვის საუკეთესო გამოსავალია უკვე ორგანიზებული ლაშქრობები, რომლებსაც მოლაშქრეთა კლუბები სთავაზობენ. ფასს განსაზღვრავს ასევე ლაშქრობის ხანგრძლივობაც. საერთო ჯამში, ზუსტი თანხის დასახელება მაინც რთულია. 

სალაშქრო სეზონი უკვე გაიხსნა და ახლა მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ შეარჩიოთ სასიამოვნო ადამიანები, მორალურად მოემზადოთ ბუნებაში ხეტიალისთვის, გაითვალისწინოთ რჩევები და დაელოდოთ ჩვენს სტატიას საქართველოში აუცილებლად დასალაშქრი ადგილების შესახებ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“

„ყოველთვის გვეძვირფასებით. წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!! მომავალო პედაგოგებო“!

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება