მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდები ნებისმიერი აბიტურიენტისთვის მნიშვენლოვანი ეტაპია. მათ სტუდენტობამდე, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ. სწორედ ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი იმეცადინეს, ღამეები გაათენეს და ახლა მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობენ.
იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით შეიარაღებულ გულშემატკივრებს, რომელთა მთავარი საფიქრალი მხოლოდ გამოცდაზე შესული ახალგაზრდების მდგომარეობაა - რა საკითხი შეხვდათ, როგორ დაწერეს, ხომ არ სცხელათ, ხომ არ ნერვიულობენ...
რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათი ნაწილი აღნიშნავს ხოლმე, რომ გამოცდაზე გულშემატკივრების გაყოლამ შეიძლება ხელი შეუშალოს, მეორე ნაწილს კი მოსწონს და სურთ, რომ მნიშვნელოვან მომენტებში ახლობელი ადამიანების მხარდაჭერას გრძნობდნენ. etaloni.ge-მსწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოისმინა რამდენიმე აბიტურიენტის აზრი.
„გამოცდები ჩემს ოჯახში აქტუალური თემაა. ოჯახის თითოეული წევრი ჩართულია ამ ამბებში. გამოცდაზე წასვლას მარტო ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემი ვერ დავითანხმე სახლში დარჩენაზე. გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა გამომყვეს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც საგულშემატკივროდ მოგყვებიან, მაგრამ არ მინდა, ისიც დაისტრესოს. გარეთ, სიცხეში დგომა ვფიქრობ, აუცილებელი არაა. მაინც ვერაფერს გააკეთებს იმის გარდა, რომ უნდა ინერვიულოს. თუმცა, მაინც ვერ გადავაფიქრებინე“,- ამბობს აბიტურიენტი ანანო.
„გამოცდებზე გულშემატკივრების წაყვანას ვაპირებ. ჩემს ცხოვრებაში აბიტურიენტობა უმნიშვნელოვანესი ეტაპია, გამოცდებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდი. ახლა ეს დღე დადგა და ვფიქრობ, რომ მორალური მხარდაჭერა განსაკუთრებულად მჭირდება. გამოცდაზე შესვლამდე და დასრულების შემდეგაც, ძალიან დამეხმარება გულშემატკივრების იქ ყოფნა. ვფიქრობ, ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო ეტაპზე თითოეულ ადამიანს სჭირდება გამხნევება“,- ამბობს ლიკა.
„ხშირად კარგია, როცა მხარდაჭერას გრძნობ, თუმცა ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, მე მირჩევნია გამოცდაზე მარტო მივიდე და კარგად დავწერ თუ ცუდად, იმ მომენტში არავისთვის გასაზიარებელი არ მქონდეს. თუმცა ვითვალისწინებ, რომ დედა სახლში მშვიდად ვერ იქნება, ამიტომ მეცოდინება, რომ გამოცდიდან გამოსულს შემეგებება, შესვლის წინ კი, წარმატებას მისურვებს და მჯერა, რომ ეს ჩემი წარმატების მომტანიც იქნება“,- თქვა ეკამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.