მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბევრი წარმატებული მოსწავლე სკოლის წარმატებაა - აღნიშნავს დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ოთარაშვილი, რომელიც მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს და მათთვის ხარისხიან განათლებას და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ოთარაშვილი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- ბევრ წარმატებულ მოსწავლეს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- გიყვარდეს შენი ერი, იყავი კაცთმოყვარე.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას. ისწავლონ ის, რაც აინტერესებთ და სადაც წარმატებულნი იქნებიან.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ჩვენი წარსულის ცოდნა. მუდამ უნდა ახსოვდეთ ვისი გვარისა ვართ. საიდან მოვდივართ და საით მივემართებით.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მისი შინაგანი სამყაროს ამოცნობას, თუ რა წყინს, რა უხარია მას და ყოველთვის, ყველა სიტუაციაში მის გვერდით დგომას.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- „ბიძია თომას ქოხი.“
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ვიყო იქ, სადაც ვარ და ვიყო ჩემი მოსწავლეების საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით