მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლას დირექტორი ქეთევან დავლიანიძე მოწოდებულია ქვეყანას განათლებული თაობა აღუზარდოს და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. სკოლის საკეთილდღეო საქმეს დიდი შემართებითა და სიყვარულით უძღვება და აბიტურიენტებსაც ურჩევს აირჩიონ ის პროფესია, რომელიც გულით უნდათ. გვეუბნება, რომ მოსწავლეთა სიყვარული მასწავლებლისთვის მთავარი მოტივაციაა, საკუთარ თავს კი ბევრ ბედნიერ და წარმატებულ მოწაფეს უსურვებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან დავლიანიძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- განათლებული თაობის აღზრდას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- არასდროს დაკარგო შენი თავის იმედი.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- აირჩიონ ის პროფესია, რომელიც გულით უნდათ.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- განვითარებისთვის და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლა.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მასწავლებლის ფუნდამენტალურ მოტივაციას.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ბევრ ბედნიერ და წარმატებულ მოსწავლეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ