სიახლეები
სკოლები

„აბიტურიენტებს ვურჩევდი, დრო ფუჭად არ გაფლანგონ და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები გახდნენ“ - ბავრის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ველელი-შირინიანი
03-07-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორ ჯულიეტა ველელი-შირინიანისთვის სკოლის წარმატება ქვეყნისთვის ღირსეული პიროვნებების​ აღზრდა და მათთვის ხარისხიანი ცოდნის მიცემაა. საკუთარ პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული ამ კეთილშობილურ საქმეს დიდი ენთუზიაზმით ემსახურება და მოსწავლეებს მოუწოდებს უყვარდეთ სწავლა და შრომა არ დაიზარონ. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ბავრის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ველელი-შირინიანი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მოსწავლეების სიყვარულს, მათ მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებას, ქვეყნისთვის სასარგებლო პიროვნებების წარმატებით აღზრდას, მათთვის ხარისხიანი ცოდნის მიცემას. სკოლის ჯანსაღ კოლექტივს, რაც მთავარია მოსწავლეებში პატრიოტიზმის - საქართველოს სიყვარულის ჩანერგვას (არაქართულენოვან სკოლებში აუცილებელია).

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...    

1. ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირად არ დამრიდად...

2. გიყვარდეს სწავლა გულმოდგინება, შრომა და ჯაფა ნუ დაგზარდება....

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- გულმოდგინედ დაეწაფონ სწავლას, უყვარდეთ წიგნი, იყვნენ თავაზიანები, ყურადღებით მოეკიდონ სიახლეებს, ტექნოლოგიებს, საუკეთესო დრო ფუჭად არ გაფლანგონ და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები გახდნენ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- სწავლა, სწავლა და სწავლა. პატრიოტიზმი და საქართველოს სიყვარული.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- გიყვარდეს მოსწავლე, მოსწავლე ყოველთვის გრძნობს მასწავლებლის სითბოს, პატივი სცე  მოსწავლის გრძნობებს, ამ სითბოს და სიყვარულს მოსწავლისადმი ყოველთვის დადებითი შედეგი მოაქვს სწავლის პროცესში თუ საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნების ჩამოყალიბებაში.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...   

  • „გმირთა ვარამი“ ლევან  გოთუა;
  • „უქარქაშო  ხმლები“ ლევან სანიკიძე, სადაც საქართველოს სულია ჩაქსოვილი.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- პირველ რიგში შესაძლებლობას, რომ შევძლო ბევრი კარგი, კეთილი საქმის კეთება საზოგადოებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის. ასევე, ჯანმრთელობას, ქალიშვილების და შვილიშვილების კარგად ყოფნას. მშვიდობიან, აყვავებულ, გამთლიანებულ და წარმატებულ ჩემს საქართველოში ცხოვრებას! გაუმარჯოს საქართველოს!!!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები

„არებისთვის“ რომელ  მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად სითბი და გულწრფელი ემოციები აჩუქეს

სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა



საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

სიახლეები
საზოგადოება