სიახლეები
სკოლები

„ვთვლი, რომ მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა მოსწავლეთა სიყვარულის დამსახურებაა“ - ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი მიხეილ სართანია
03-07-2024
-
+


ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი მიხეილ სართანია საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული მიზანსწრაფული ხელმძღვანელია. გამოწვევებს არ უშინდება, ბევრს შრომობს და მიზანსაც აღწევს. თვლის, რომ მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა. მოწაფეთა სიყვარული აბედნიერებს და აძლევს მოტივაციას ღირსეულად ემსახუროს მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი მიხეილ სართანია პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- როდესაც სკოლაში არის უსაფრთხო გარემო, მოსწავლეებს აქვთ მაღალი შედეგი გამოცდებზე და სკოლას ჰყავს პროფესიონალი მასწავლებლები - მაშინ არის სკოლა ძლიერი და წარმატებული.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ერთ-ერთი რჩევა/დარიგება, რაც მიმიღია და შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ჩემ  გონებაში არის, ესაა „არასოდეს შეგეშინდეს ცხოვრების თავიდან დაწყება“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- პირველ რიგში ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას და ვურჩევ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდნენ გამოცდების პერიოდში. იყვნენ მხნედ და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ მათ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- თითოეულ მათგანს მიეცეს შესაძლებლობა გამოავლინონ თავი იმ საქმეში, რაშიც უფრო მეტად ძლიერები არიან და ჩვენ ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაქსიმალურად გვედით დავუდგეთ.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ვთვლი, რომ მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურება. როდესაც ემსახურები რამოდენიმე სხვადასხვა თაობის აღზრდას და გრძნობ მადლიერებას, ამაზე უფრო დიდი მიღწევა რა უნდა იყოს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- დამეთანხმებით, რომ ზაფხული არის ის პერიოდი, როდესაც მოსწავლეებს უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ და შესაბამისად აქვთ შესაძლებლობა უფრო მეტი წიგნი წაიკითხონ. უფრსკლასელებს ვურჩევდი, რომ წაიკითხონ:

ა) არჩილ ქიქოძის „ სამხრეთული სპილო“;

ბ) ორჰან ფამუქის „ ჩემი უცნაური ფიქრები“ და პომეროსის „ილიადა და ოდისეა“;

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ის მიზნები, რაც მაქვს დასახული, მის ასრულებას... და ეს მიზნები არ არის მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ეს ეხება მოსწავლეებს და მთლიანად სკოლას. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შრომა დამჭირდება, მაგრამ აუცილებლად მივაღწევ დასახულ მიზნამდე.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

„ცოტა დაჩაგრულები ვართ სპეცმასწავლებლები და იმედია, გაითვალისწინებენ ჩვენს შრომას“ -  აპლიკანტები ტესტებზე და სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ

აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ - ქართულის ბოლო ვარიანტის თემები

მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს აღინიშნება

პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად სწორად განვითარებული მოსწავლეების აღზრდას“

სკოლები

უსაყვარლესმა მეორეკლასელებმა მაყურებლის სიმპათია, ტაში და ოვაციები დაიმსახურეს

საინტერესო

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

ეროვნულებზე აბიტურიენტები ნაკრების ფორმის ფერებში გამოწყობილები აპირებენ მისვლას - „ამ სიხარულს გაუმარჯოს“



ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დამხმარე როლს შეასრულებს თუ პედაგოგების ადგილს დაიკავებს - ესაა საკითხი, რომლის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობაა
სიახლეები
საზოგადოება