მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა, აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონკურსებში და წარმატებასაც აღწევდნენ.
მათ შორის მოსწავლეები შეუერთდნენ ვიზუალური პროგრამირების პროექტს - „კოდის ერთი საათი“.
პროექტში მოსწავლეები კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე ჩაერთნენ და წარმატებაც მოიპოვეს.
სკოლის VIა კლასის მოსწავლეებს - ნუკრი ლეთოდიანს, ალექსანდრე ცაგარეიშვილს, ელენე ინასარიძეს, გიორგი ღლონტსა და ილია ჭიპაშვილს ვიზუალური პროგრამირების პლატფორმა code.org-ის პროექტში გამარჯვებისათვის გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, პრობლემის გადაჭრისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
მოსწავლეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი გახლავთ ზურა ხაკიანი, რომელიც მოსწავლეთა კომპიუტერული უნარების განვთარებაზე აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში ჩართულობას ახალისებს.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება ახარებთ და მათ შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება