სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მისი ემოციების, დარდისა თუ სიხარულის გაზიარებას“- ციალა ძნელაძე, ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი
03-07-2024
-
+


აკაკი შანიძის სახელობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ნოღის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. თუმცა საგნობრივი ცოდნის პარალელურად, ნოღის სკოლის ხელმძღვანელობისა და მასწავლებლებისთვის, უზენაესია უპირობო სიყვარული მომავალი თაობების მიმართ. ალბათ სწორედ ეს განაპირობებს სკოლის წარმატებასაც.

რას ნიშნავს მოსწავლის სიყვარული? რას ურჩევდა აბიტურიენტებს და რომელი დარიგება არ დაავიწყდება არასოდეს? - etaloni.ge-ს კითხვებს აკაკი შანიძის სახელობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ნოღის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ციალა ძნელაძე პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- სკოლის წარმატება ნიშნავს, სკოლას ჰყავდეს კვალიფიციური კადრები, რომლებიც ზრუნავენ  თითოეული მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებაზე, მისცენ ისეთი ცოდნა, რომ ბავშვებმა წარმატებით მიიღონ მონაწილეობა მუნიციპალურ, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში,  სკოლას  ჰყავდეს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს აბარებდნენ მაღალ ქულებზე და იღებდნენ გრანტს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება, ემოციურ ფონზე, აღელვებულ მდგომარეობაში, არ მივიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ  პროფესია აირჩიონ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია შეიძინონ ისეთი ცოდნა, რომ შეძლონ 21-ე საუკუნის გამოწვევების შემეცნება, გააზრება და პრაქტიკული გამოყენება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მისი ემოციების, დარდისა თუ სიხარულის გაზიარებას.  მან უნდა დაინახოს, რომ ხარ მისი მეგობარი, შეგიძლია დარდის შემსუბუქება, რჩევის მიცემა.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- მოსწავლეებს ზაფხულში ვურჩევდი, წაიკითხონ ,,ვეფხისტყაოსანი“ და გაითავისონ ის დიდი სიბრძნე, სიყვარული, მეგობრობა, რაც იქ არის გადმოცემული. 

დაწყებით კლასებს კი ვურჩევდი ზღაპრების  და მათი ასაკის შესაბამისი შემეცნებითი ნაწარმოებების წაკითხვას.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- საკუთარ თავს ვუსურვებდი, ჯანმრთელობას, ენერგიულად ყოფნას რათა შევძლო წარმატებით ვემსახურო ჩემს სკოლას


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება