TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ეროვნულების გამოცდიდან სამსახურში - „მინდოდა, ეს სიხარული თანამშრომლებისთვის გამეზიარებინა“
03-07-2024
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია დასრულდა და იმ  ჟურნალისტების დასვენების დროც მოვიდა, რომლებიც დილის 8:00 საათიდან დაუღალავად ცდილობენ, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაიგონ, აღბეჭდონ და მკითხველს გაუზიარონ. სწორედ ამ დროს მოხდა, დღის ალბათ ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური ამბავიც, როცა გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა სიხარულის გაზიარება თანამშრომელბისთვის მოინდომა და KFC-ში ისეთი სიხარულითა და შეძახილებით შემოვიდა ყველას ყურადღება მიიპყრო.

„აუუუ რა გამოცდა დავწერეეეეე“ - ამ ფრაზით შემოვარდა KFC-ში, აბიტურიენტი ლუკა ლოლაძე, რომელიც ახლა შვებულებაშია, თუმცა თანამშრომლებისთვის გამოცდის წარმატებით დაწერის სიხარულის გაზიარება არ დაეზარა.

„საკითხები, რომ დავინახე ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვლოცულობდი ლექსი არ შემხვედროდა… ისე გამიხარდა, ლამის დამკვირვებელს შევახტი სიხარულით, თან პარალელიც ვიცოდი. თემაც კარგი იყო და მგონი მართლა კარგად დავწერე, ყველაზე მეტად ქართულზე ვნერვიულობდი და მოხარია, რომ კმაყოფილი გამოვედი გამოცდიდან“, - გვითხრა ლუკა ლოლაძემ

როგორც თავად გვითხრა, მუშაობა ძალიან უნდოდა, რა თქმა უნდა მარტივი არ იყო სწავლა და მუშაობა მაგრამ გვებუნება რომ ყველა ეხმარებოდა, ამიტომაც დიდად არ გასჭირევბია.

„აბიტურიენტობის პარალელურად ვმუშაობდი, ძალიან მინდოდა გამოცდილების მირება. ახლა შვებულება მაქვს, მაგრამ აქვე ვიყავი და შემოვუარე თანამშრომლებს, ისეთი გახარებული ვარ, მინდოდა გამეზიარებინა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თსუ-ში მინდა რომ მოვხვდე ბიზნესზე ან ეკონომიკაზე, ვნახოთ იმედი მაქვს ყველაფერი ისე გამოვა როგორც ჩაფიქრებული მაქვს“, - გვითხრა ლუკა ლოლაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება