სიახლეები
სკოლები

ხვიჩა კვარაცხელიას ქართულის მასწავლებელი ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი - გაიცანით თბილისის N169 სკოლის პედაგოგი მანანა მერაბიშვილი
04-07-2024
-
+


etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მასწავლებელი, თბილისის N169 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მანანა მერაბიშვილი სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა, როგორც „გამოცდილი, ავტორიტეტული, მრავალი ღირსეული თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღმზრდელი“.

ყველა მოსწავლისთვის საყვარელ მანანა მასწავლებელს მუშაობის 51-წლიანი გამოცდილება აქვს, პროფესიულ მიზნად კი ქვეყნისთვის ღირსეული მოქალაქეების აღზრდა უქცევია: 

„მასწავლებლობა რთულია, მაგრამ ვიცი, რომ დიდი მოვალეობა მაკისრია ჩვენი ქვეყნისა და მოსწავლეთა წინაშე“, - ამბობს პედაგოგი, რომელმაც არაერთ წარმატებულ მოსწავლეს დაულოცა გზა ცხოვრების ასპარეზზე და მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც, ფეხბურთელი, რომელიც დღეს უკვე ვარსკვლავია.

ხვიჩამ პედაგოგს ვიდეო მიუძღვნა, სადაც ნათლად გამოხატა დიდი სიყვარული, პატივისცემა და გაწეული ამაგისთვის მადლობაც საჯაროდ გადაუხადა:

„მანანა მასწავლებელო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული ღვაწლის, უამრავი თაობის ღირსეულად აღზრდისა და დიდი ამაგისთვის, რომელიც ჩემს განათლებაში მიგიძღვით. მახსოვს, ჩვენთან ერთად როგორ თამაშობდით ფეხბურთს და განწყობას გვიმაღლებდით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ და ასევე მომავალი თაობებისთვისაც გააკეთებთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ, კიდევ დიდხანს უნდა ემსახუროთ თქვენს საყვარელ საქმიანობას. მიყვარხართ და გაფასებთ ძალიან“, - ამბობს ვიდეოში ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე კანდიდატთა წარდგენა 5 ივლისამდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ 10 000 ლარს, ასევე სამკერდე ნიშანს.

იხილეთ ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

რა აქტივობები გელით 5 და 6 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე - პროგრამის დეტალური განრიგი

ის თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება