TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

დიდი გაურკვევლობა ქართულის გამოცდის მეორე სესიაზე - „ხევისბერი გოჩა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ვეფხისტყაოსანი“ თუ „ვეფხი და მოყმე“?!
03-07-2024
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიიდან აბიტურიენტებმა გამოსვლა დაიწყეს. თუმცა გულშემატკივრებში გაუგებრობა მას შემდგომ დაიწყო რაც აპლიკანტებმა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თემების დასახელება დაიწყეს. „ხევისბერი გოჩა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ვეფხისტყაოსანი“ და „ვეფხი და მოყმე“ - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებიც საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა თქვეს. 

„ყველაფერი ზუსტად არ მახსოვს, თუმცა „დიდოსტატის მარჯვენა“ მოვიდა. რედაქტირების ნაწილს რაც შეეხება, შარშანდელ ტესტებს ვერ შევადარებ. შეცდომები ვიპოვნე.  მარტივი არ იყო, მაგრამ არც ძალიან რთული ყოფილა. ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად დავწერე, დადებითი მოლოდინები მაქვს“;

„ვეფხისტყაოსანი“ მოვიდა, რედაქტირება არ გამიჭირდა, არც მეშინოდა მაგის, თეზისი არ მახსოვს ზუსტად. მოკლედ, საერთო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა დამეწერა“;

„დიდოსტატის მარჯვენა“ იყო და „მოყმეს და ვეფხის“ ლექსი. რედაქტირება არც ისე რთული იყო, ესეს სახელწოდება არ მახსოვს ზუსტად. საერთო ჯამში არ გამიჭირდა, მაგრამ ძალიან დავიღალე და ცოტა ვინერვიულე კიდეც“;

„ხევისბერი გოჩა“ - აბიტურიენტი მეორე სესიის თემას ასახელებს

„მიუხედავად ნებისმიერი სიტუაციისა ადამიანი არ კარგავს თანაგრძნობის უნარს - ეს იყო თეზისი. პროგრამული იყო „დიდოსტატის მარჯვენა“ და არაპროგრამული იყო ლექსი „ვეფხი და მოყმე“. შეკითხვებიც მარტივი იყო ვემზადებოდი და ეს მასალა გავლილი მაქვს. ჩემი აზრით, არაპროგრამული უფრო მარტივი იყო.

ტესტის რედაქტირებაში ძირითადად, მძიმეები იყო დასასმელი, ასევე სტილისტური ხარვეზები და ზოგან, მაგალითად: ბ ეწერა და ნ იყო დასაწერი. გასული წლის ტესტებთან შედარებით, ვფიქრობ, ცოტა გართულებულია, მაგრამ თუ აბიტურიენტი კარგად მოემზადება, დაუძლეველი არაა. მთავარია, შრომა, მომზადება და მონდომება. მე კმაყოფილი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარება მინდა“;

„შურისძიების სურვილი ადამიანს აკარგვინებს სწორი განსჯის უნარს - ეს იყო ერთი თემის თეზისი. კარგავს თუ არა ტრაგედიაში მყოფი ადამიანი თანაგრძნობის უნარს ეს მეორე თემა. ნორმალურად დავწერე, დიდად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ არც ძალიან უკმაყოფილო. რედაქტირების ნაწილი არც ისე რთული იყო, თუმცა მაგის მეშინოდა“;

„რედაქტირება არც ისე რთული იყო, უფრო რთულს ველოდი, წინა წლებთან შედარებით მარტივი მომეჩვენა. პროგრამული „დიდოსტატის მარჯვენა“ იყო და სიმართლე გუთხრათ, გამიხარდა, ბოლო პერიოდში ამ ნაწარმოებს დიდი დრო დავუთმე. ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ თემა იყო „რამდენად შეუძლია ტრაგედიაში მყოფ ადამიანს თანაგრძნობა“.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება