სკოლის ბუღალტრების საყურადღებოდ - ვადა 4 ივლისის 15:00 საათამდეა
03-07-2024
დაკოპირებულია
-
+
სკოლების საყურადღებოდ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფი, სკოლის დირექტორთა პლატფორმა ავრცელებს. მათი თქმით, eSchool-ში სკოლის ბუღალტრებმა უნდა გადაამოწმონ მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებელბის ანაზღაურება და არსებული კითხვები, შენიშვნები თუ კომენტარები შესაბამის ორგანოს 4 ივლისის 15:00 საათის ჩათვლით მიაწოდონ.
„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საჯარო სკოლების ბუღალტრებს 2024 წლის 03 ივლისიდან სატესტოდ წვდომა ექნებათ მათ სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლებისთვის 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით დაანგარიშებულ შრომის ანაზღაურებაზე.
ბუღალტრებმა უნდა გადაამოწმონ დაანგარიშებული მონაცემების სისწორე და არაუგვიანეს 2024 წლის 04 ივლისის 15:00 საათამდე მათი კომპეტენციის ფარგლებში მიაწოდონ კითხვები და შენიშვნები (არსებობის შემთხვევაში) კომპეტენტურ ორგანოებს“, - აღნიშნულია პლატფორმის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.