მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორი ოთარი ჩხაიძე განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება. პროფესიისა და მოსწავლეთა სიყვარულით გამოირჩევა, ზრუნავს როგორც მომავალი თაობის ხარისხიან განათლებაზე ისე მათ პიროვნულ განვითარებაზე და საკუთარი წვლილი შეაქვს ინტელექტუალური და ღირსეული საზოგადოების ფორმირებაში.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორი ოთარი ჩხაიძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფალი მომავალი თაობის აღზრდას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- იცხოვრე ღვთისა და კაცის მოსაწონად.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- დააგროვონ ცოდნა და მუდმივად ისწრაფონ წარმატებისაკენ.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- ზრუნავდე მის პიროვნულ განვითარებაზე.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- პირველ რიგში ქართველ კლასიკოსებს, შემდეგ მათი ინტერესების შესაბამისს.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- შევძლო საკუთარი და სხვისი ნდობისა და იმედების გამართლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ