სიახლეები
სიახლეები

თელავის ბაღების აღსაზრდელებს „პირველკლასელთა აკადემია“ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ  - წიგნი+რვეული პატარებს წიგნიერების სამყაროში ამოგზაურებს
04-07-2024
-
+


2024-2025 სასწავლო წელი თელავის მკვიდრი მომავალი პირველკლასელებისთვის უკვე ტრადიციად ქცეული სიახლით დაიწყება - მათ „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვება და მოამზადებს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის.

აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველია; აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა. 

თელავის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღის წარმომადგენლებს „პირველკლასელთა აკადემია“ ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში პირადად გადასცა საჩუქრად. ამ დღეს თელავში წიგნიერების, სიკეთის და სიყვარულის ნამდვილი დღესასწაული იყო, რომელიც „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, ათასფრად მოციმციე ფოიერვერკად დარჩება პატარების გულებში. ამ ჯადოსნურ ღონისძიებას კი ესწრებოდნენ: თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე ფიქრია ყურშიტაშვილი, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ მაისურაძე, სხვა ოფიციალური პირები და სტუმრები. 

საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა დეტალურად შეიტყვეს, თუ რა დატვირთვა აქვს „პირველკლასელთა აკადემიას“ და რაოდენ დიდი მნიშვნელობა - მომავალი მოსწავლეებისთვის. ამ სახელმძღვანელოს უნიკალობა კი იმაშია, რომ ღირსეულ როლს ასრულებ მომავალი თაობების განათლების საქმეში, ეხმარება ცოდნის მიღებაში და უქმნის საფუძველს, იყვნენ წარმატებულები.

თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამუნა მაისურაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სკოლაში ბავშვები მომზადებულები წავიდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები და ამაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებს ძალიან ეხმარებაპირველკლასელთა აკადემია“, რომელიც სრულად პასუხობს ახალი კურიკულუმის მეთოდოლოგიის მოთხოვნებს:

მოგეხსენებათ, იწყება ბაღების ავტორიზაციის პროცესი, მიმდინარეობს ახალი კურიკულუმის დანერგვა სკოლამდელ დაწესებულებებში, ჩვენი აღმზრდელები გადიან ტრენინგებს... და ასეთ დროს თითოეული სწორად მიმართული რესურსის გამოყენება წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უკვე მესამე წელია ახორციელებსპირველკლასელთა აკადემიისშესყიდვას სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვებისთვის; სახელმძღვანელოში მოცემული თანამედროვე გაკვეთილების ციკლი საშუალებას გვაძლევს ჩვენი აღსაზრდელები სასკოლო ცხოვრებისთვის მოვამზადოთ.

აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ არაქართულენოვანი ბაღებისთვის, „პირველკლასელთა აკადემიააზერბაიჯანულად ითარგმნა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს - „მადლობა ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის“, - დასძინა თელავის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ამიერიდან, თელავის მკვიდრი პატარები, „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, უფრო თავდაჯერებულები შეაღებენ საგანმანათლებლო დაწესებულების კარს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება