მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. მიუხედავად ნერვიულობისა, საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილი აბიტურიენტები განწყობას არ კარგავენ და დიდი შემართებით არიან. გამოცდებზე ხშირად გამოყენებული ფრაზა - „ტაშ-ფანდურით შევალ და ტაშ-ფანდურით გამოვალ“ აქტუალურობას წელსაც არ კარგავს.
საინტერესოა, აბიტურიენტები წელს რომელი საგნის გამოცდაზე შედიან ამაღლებული განწყობით და რომლის ეშინიათ ყველაზე მეტად?
ამასთან დაკავშირებით, etaloni-ge-სთან საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილმა აბიტურიენტებმა დიდი ხალისით ისაუბრეს. მათი უმრავლესობა, როგორც გამოკითხვით დადგინდა, მაინც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შევიდნენ ტაშ-ფანდურით.
„ქართული მაინც მშობლიური ენაა, ამიტომ, არ მეშინოდა. ტაშ-ფანდურით შევედი გამოცდაზე. მთელი წლის განმავლობაში კარგად ვმეცადინეობდი და შესაბამისად არ მეშინოდა. ამას ვერ ვიტყოდი ინგლისური ენის გამოცდაზე, რადგან ცოტა ვიზარმაცე... კარგად არ ვსწავლობდი, მაგრამ ვნახოთ, რა იცით, რა ხდება“, - გვითხრა აბიტურიენტმა ლუკამ.
განსხვავებული პასუხი გაგვცა აბიტურიენტმა ლილემ, რომელიც ყველაზე ნაკლებად სწორედ ინგლისური ენის გამოცდაზე ნერვიულობს.
„ტაშ-ფანდურით ინგლისური ენის გამოცდაზე შევალ, რადგან 1-ელი კლასიდან ვსწავლობდი და „წყალივით“ ვიცი. აი, ამას ვერ ვიტყვი მათემატიკის გამოცდაზე, ყველაზე მეტი ჩაჭრილი როგორც წესი სწორედ მათემატიკაშია ხოლმე, ამიტომ, ცოტა მაინც მენერვიულება“, - ამბობს აბიტურიენტი.
აბიტურიენტი ნიკა, კი როგორც თავად გვეუბნება, ყველაზე გამოცდაზე ტაშ-ფანდურით აპირებს შესვლას, რადგან ამაღლებული განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საქმეში.
„მე ძალიან მჯერა განწყობის თეორიის. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, არა მარტო გამოცდას, არამედ ცხოვრებისეულ არცერთ გამოწვევას არ შევუშინდე. სხვათა შორის, ეს მეთოდი ყოველთვის ძალიან ამართლებს. შესაბამისად, ყველა გამოცდაზე ტაშ-ფანდურით შევალ და ასეთივე ამაღლებული განწყობით გამოვალ, მჯერა“, - აღნიშნავს აბიტურიენტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება