მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის დირექტორი ლია ლოგუა ერუდირებული და ინტელექტუალური თაობების აღზრდის საქმეს ღირსეულად ემსახურება. მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებასა და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს, სადაც ყველა მოწაფეს შეუძლია საკუთარი თავის პოვნა და თვითრეალიზაცია.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ილია ქვაცრცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის დირექტორი ლია ლოგუა პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თავის პოვნა და თვითრეალიზაცია;
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე დარჩები, ვინც იყავი...“;
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- არ დაავიწყდეთ, რომ მძიმე იწერება წინადადებათა საზღვარზე...
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- გვჯეროდეს, რომ მათ შეუძლიათ მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა...
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- ყველაფერს!
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- პატარებს - ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის „პატარა პრინცი“, დიდებს - ჰარიეტ ბეჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“ და გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ვიყო სამართლიანი და ღირსეული ლიდერი...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის