მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორ აზა გადელიასთვის სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ მოსწავლეს, კმაყოფილ მშობელსა და მასწავლებელს, რომელსაც სკოლაში მიუხარია, შესაბამისად სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს და მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი აზა გადელია პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ მოსწავლეს კმაყოფილ მშობელს და მასწავლებელს, რომელსაც მოუხარია სკოლაში - ყველაფერი ერთად კი ძლიერ სახელმწიფოს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ სისუსტე სიძლიერედ აქციო.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მთავარია სწორად შეარჩიო შენი მომავალი პროფესია, სხვა დანარჩენი შენი მოწოდებით და მონდომებით მიიღწევა.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელსაც სკოლაში იღებენ, რადგან შემდეგი წარმატებები სწორედ ამაზე იქნება დაშენებული.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- გიყვარდეს ის უპირობოდ, ზრუნავდე მასზე ჯერ როგორც პიროვნებაზე და მერე მის განათლებაზე.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- რაც შეეხება წიგნებს, ეს მათ ასაკზე და მისწრაფებებზეა დამოკიდებული, ამიტომ ეს თუ არ მეცოდინება გამიჭირდება პასუხი.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- კიდევ დიდხანს მეყოს ძალა და ენერგია მომავალი თაობის სამსახურში ყოფნისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის