სიახლეები
სკოლები

„სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ, მომავალზე ორიენტირებულ, ჰუმანურ, პროგრესულ მოსწავლეს“ - მერაბ დარჯანია, თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი 
05-07-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანიას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმედ ერთგულად, დიდი პასუხისმგებლობით, მოსწავლეთა სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით ემსახურება. ზრუნავს, რომ აღზარდოს პროგრესული, წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული მოსწავლეები, მასწავლებლებს კი შეუქმნას ყველა პირობა რეალიზებისთვის

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანია პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ, მომავალზე ორიენტირებულ, ჰუმანურ, პროგრესულ მოსწავლეს, მოზარდს და სრულად რეალიზებულ მასწავლებელს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ალბათ, მრავალი დარიგება კეთილის მსურველებისაგან, თუმცა - მთავარი: კრიტიკულ ვითარებაში ვმართო საკუთარი ემოციები და ცივი გონებით ვიმოქმედო.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სწორად განჭვრიტონ საკუთარი ადგილი მომავლში, მიჰყვნენ გონებისა და გულის კარნახს. ყოველი გამოცდა მხოლოდ გააძლიერებთ და თავდაჯერებულობას შეჰმატებთ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- თვითრეალიზება, სწრაფვა საკუთარი მიზნებისაკენ, მედეგობა ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მის მოთმენას, გაგებას, ემპათიას, თანალმობას, თანაგრძნობას, დახმარებას, მეგობრობას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ასეთი მრავალი წიგნია, თუმცა აუცილებლად ვურჩევდი წაეკითხათ ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ჩვეული ერთგულებითა და პასუხისმგებლობით, მოსწავლეთა სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით თანამედროვე ცხოვრებისეული გამოწვევების გამკლავებით შევძლო ჩემი ცხოვრების გაგრძელება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება