მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის დირექტორ მანანა ნატმელაძისთვის სკოლის წარმატება წარმატებულ მოსწავლეთა სიმრავლეს ნიშნავს, შესაბამისად, მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას სთავაზობს და მათ სასწავლო მიღწევებს ახალისებს. სამართლიანი ხელმძღვანელი მოწაფეთა სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთან საუბარში კი აღნიშნავს, რომ მოსწავლის სიყვარული მასწავლებლის პროფესიის აუცილებელი ნაწილია.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვაცხუთის საჯარო სკოლის დირექტორ მანანა ნატმელაძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- წარმატებული მოსწავლეების სიმრავლეს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ვიყო სამართლიანი.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მაქსიმალურად გამოამჟავნონ ცოდნა.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ცოდნის მიღება და შესაბამისად გამოყენება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- ე.ი. მასწავლებლის პროფესია სწორად აგირჩევია.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- კონსტანტინე გამსახურდიას რომანებს.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- დავიმსახურო მოსწავლეების სიყვარული და პატივისცემა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ