მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა სადაღაშვილი ახალი თაობის წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს და განათლებული საზოგადოების ფორმირებაში საკუთარი ღირსეული წვლილი შეაქვს.
ის აბიტურიენტებს ურჩევს, რომ პროფესია საკუთარი სურვილით შეარჩიონ და დამოუკიდებლები იყვნენ. დირექტორის კომპეტენტური აზრი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად, მან etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მოტივირებულ, წარმატებულ მოსწავლეს, მასწავლებელს და სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებულ და კმაყოფილ მშობელს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ცხოვრებაში დაისახე მიზანი, რომლისთვისაც ყოველთვის იბრძოლებ, მისი სირთულის მიუხედავად.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- საკუთარი სურვილით შეარჩიონ პროფესია და იყვნენ დამოუკიდებლები.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- განათლება, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მასზე ზრუნვას, მეგობრულ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და ზოგადად, მის უპირობო სიყვარულს.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- მოსწავლემ წიგნი თუ რა თემაზე წაიკითხოს, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს, ამიტომ კონკრეტული წიგნის დასახელებისგან თავს შევიკავებ.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მუდმივ პროფესიულ ზრდას და ისევ პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ყველაზე დიდ ჯილდოს - მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების სიყვარულსა და პატივისცემას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა