სიახლეები


„ცოტა დაჩაგრულები ვართ სპეცმასწავლებლები და იმედია, გაითვალისწინებენ ჩვენს შრომას“ -  აპლიკანტები ტესტებზე და სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ
06-07-2024
-
+


უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები etaloni.ge-სთან ტესტის სირთულესთან ერთად პროფესიის სპეციფიკაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სისტემაში სისტემაში კადრების დეფიციტია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ინკლუზიური განათლების დონე საგრძნობლადაა ამაღლებული.

„მოქმედი მასწავლებელი არ ვარ, თუმცა წინა წლების ტესტების მაგალითიდან შემიძლია ვთქვა რომ ტესტის სირთულე არ იყო შეცვლილი. მარტივად დავწერე და იმედია შედეგიც დამაკმაყოფილებელი იქნება. რაც შეეხება უშუალოდ საკითხებს. კითხვები იყო მოსწავლის რთულ ქცევაზე, სტრადეგიებსა და მეთოდებზე. ყველა იმ საკითხს მოიცავდა, რაც პროგრამითაა გათვალისწინებული და რისი ცოდნაც სჭირდება სპეცმასწავლებელს“.

„ყველაფერი იყო, რაც ვიცოდი, ადრე ვმუშაობდი სპეცმასწავლებლად, ამიტომ არ გამჭირვებია გამოცდა. ღია კითხვები უფრო პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა, რომელსაც ვფიქრობ თავი კარგად გავართვი და გამოცდით კმაყოფილი ვარ.

ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ სპეცმასწავლებლობა მარტივი არაა, ყოველთვის მობილიზებული უნდა იყო, დასვენების დროც კი არ გაქვს, სულ ყურადღება უნდა მიაქციო ბავშვებს. ნელ-ნელა იმედი მაქვს, ინკლუზიური განათლება დაფასდება სკოლებში, ამ მხრივ ძვრები უკვე დაწყებულია. სპეცმასწავლებლებიც უფრო დაფასებულები არიან, ამას გაზრდილი ანაზღაურებაც მოწმობს. მინდა აღვნიშნო, ის სტიგმები, რომლებიც ადრე სკოლებში ნელ-ნელა ქრება და ცნობიერებაც ამაღლდა ამ მხრივ საზოგადოებაში, რაც ძალიან კარგია".

„ტესტები საკმაოდ კარგად შედგენილი იყო, ასე კონკრეტულს საკითხს სირთულის მიხედვით ვერ გამოვყოფ, არც მახსოვს ზუსტად, თუმცა არ გამჭირვებია, კარგი სამსჯელო დავალებები იყო, ვერ ვიტყვი რომ მარტივი, თუმცა დაძლევადი და იმედია კარგ შედეგსაც ვაჩვენ“, - გვითხრა სპეცმასწავლებელმა რომელიც არაქურთულენოვან სკოლაში ასწავლის. 

ჩვენთან საუბრისას სპეცმასწავლებელმა დანამატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპეცმასწავლებელი ნამდვილად არიან სხვებთან შედარებით დაჩაგრულები.

„ნამდვილად, ცოტა დაჩაგრულები ვართ სპეცმასწავლებლები და იმედია, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს შრომას. კადრების დეფიციტს რაც შეეხება, შესაძლოა ხელფასიც განაპირობებდეს, თუმცა მეორეა ამ საქმის სპეციფიკა და სირთულე, უნდა გქონდეს მზაობა და დიდი სურვილი, რომ ეფექტურად მუშაობა შეძლო სსსმ მოსწავლეებთან. ვფიქრობ, რომ დღეს ინკლუზიური განათლების დონე საგრძნობლად ამაღლებულია, რაც მთავარია. არის წვდომა საკითხებზე, მასწავლებლებს და მშობლებსაც კი, შეუძლიათ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემს შემთხვევაში, რადგან არაქართულენოვან ბავშვებთან ვმუშაობ არის ის, რომ სათითაოდ სიტყვის განმარტება უჭირთ“.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

უნდა ასწავლოს თუ არა სკოლამდელმა დაწესებულებამ ბავშვს წერა-კითხვა?

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება