სიახლეები
სიახლეები

„მეშინია, მოსასმენი დავალება ცუდად არ ისმოდეს “ - 10 ივლისის ჩათვლით, აბიტურიენტები გამოცდას უცხოურ ენაში ჩააბარებენ
08-07-2024
-
+


2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ინგლისური ენის ტესტით გრძელდება. აბიტურიენტები უცხოურ ენაში ტესტს 8-დან10 ივლისის ჩათვლით დაწერენ. ტრადიციულად, გამოცდაზე შევსვლამდე აპლიკანტები etaloni.ge-სთან საუბრობენ, როგორია მათი განწყობა, რისი ეშინიათ ყველაზე მეტად დღევანდელ გამოცდაში და როგორ აფასებენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები, ინგლისური ენის გამოცდისთვის - თუ ესესთვის გამოყოფილ ადგილს გადაცდებით, ის ნაწილი არ გასწორდება

„ქართულის გამოცდასთან შედარებით მშიდად ვარ, იმიტომ არა რომ ინგლისური უფრო კარგად ვიცი, უბრალოდ უკვე მეორე გამოცდაა და ვიცი როგორი გარემო და სუტუაცია დამხვდება საგამოცდო სექტორში. მგონია რომ მეც და სხვა აბიტურიენტებსაც ნერვიულობა და სტრესი ხელს ძალიან გვიშლის. რაც შეეხება დღეცანდელ გამოცდას, ინგლისური ენის არ მეშინია, ძალიან კარგად ვიცი, სერიალებს და ფილმებსაც უკვე დიდი ხანია ინგლისურად ვუყურებ და არ მგონია რამე გამიჭირდეს";

„ინგლისურის გამოცდაა და არ ვნერვიულობ, ერთადერთი მეშინია, მოსასმენი დავალება არ ისმოდეს ცუდად. იმედია, ისეთი აკუსტიკა იქნება რომ ხმას კარგად გავიგებ, სხვა მხრივ არაფერზე ვნერვიულობ“;

„ვნერვიულობ, რადგან არ ვიცი დრო რამდენად მეყოფა. ქართულზეც ძალიან ვღელავდი, ზოგადად დროის ფაქტორო ყოველთვის მანერვიულებს, რადგან ნელა ვწერ. ქართულის გამოცდაზე მეყო დრო მაგრამ ნაწერის ხელახლა გადაკითხვა ვეღარ მოვახერხე და ამაზე გული მწყდება. იმედი მაქვს დღეს დრო ყველაფერზე მეყოფა“.

„პირველ რიგში მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო. მართლა მინდა აგვისტოში ყველა გახარებული და ბედნიერი იყოს შედეგით. რაც შეეხება გამოცდებს, სიმართლე გითხრათ არ ვნერვიულობ, მილიონი თემა მაქვს დაწერილი და მილიონი მოსასმენი დავალება გაკეთებული, ამიტომ საკუთარი თავის მჯერა“.

„ინგლისურის ყველაზე მეტად მეშინია. არც ისე დიდი ხანია რაც ვემზადები და არ ვიცი თემის დაწერას რამდენად კარგად შევძლებ... აი, ქართულზე კი მართალა ტაშ-ფანდურით შევედი და გამოვედი, შეფასებასაც საკმაოდ მაღალს ველოდები რადგან ძალიან კმაყოფილი ვარ“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება