მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა, დილის სესიაზე აპლიკანტების 7 პროცენტრი არ გამოცხადებულა, ხოლო სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, რის გამოც ისინი გამოცდაზე ვეღარ შევიდნენ.
„პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.
დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება