მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა ნინო სუდაძემ დაიკავა.
ახალდანიშნულ დირექტორს სამეურვეო საბჭომ გამოუცხადა ნდობა. ნინო სუდაძე სკოლას 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და დირექტორს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„მუსხის საჯარო სკოლის პედაგოგები ვულოცავთ ქალბატონ ნინო სუდაძეს დირექტორის თანამდებობის დაკავებას. ვუსურვებთ წინსვლას, წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორს სამეურვეო საბჭო კენჭისყრით ირჩევს.
სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა