სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება  
08-07-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა, მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული 4 დაუვიწყარი წელი შთამბეჭდავად შეაჯამეს. 

მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლების - ლოლიტა ნებიერიძისა და მეგი დეკანოიძის ხელმძღვანელობით, თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს სკოლის სააქტო დარბაზში, საზეიმოდ მორთულ სცენაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, მაგრამ საერთო თემა - სიყვარული გახლდათ სამშობლოს, მეგობრების, მშობლების და აღმზრდელების მიმართ.

„ადამიანი ნებისმიერ საქმეს თუ სიყვარულით აკეთებს ის აუცილებლად გამოსდის. სიყვარული არის ის, რაც ძალას აძლევს ყველა საქმეს. როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. სამშობლო პირველ ყოვლისა გულისხმობს სიყვარულს. ღმერთმა ადამიანს მისცა სიყვარულის უნარი და ასევე შექმნა მათთვის ადგილები, სადაც ამ სიყვარულის განხორციელება შეეძლებოდათ. სწორედ ამ ადგილს ეწოდება სამშობლო, რომელიც ჩვენთვის საქართველოა“, - აღნიშნავდნენ მე-4 კლასელები და მთელი გულწრფელობითა და არგუმენტებით ასაბუთებდნენ სამშობლოს მიმართ სიყვარულს.

პატარებმა ისაუბრეს და შთამბეჭდავი კომპოზიცია წარადგინეს დედაზე - „ამ უნიკალური და უძლიერესი ფენომენის შესახებ, რომლის გარეშეც ადამიანის ცხოვრება ცარიელია.მისი სითბო ალღვობს ყინულს გულში. მისი თბილი სიტყვა გაზაფხულის თბილი სამოსივით მოსავს ადამიანის გულს“, - აღნიშეს ღონისძიებაზე. 

პატარებს არც მამების როლის აღნიშვნა დავიწყებიათ: „ბევრი ვისაუბრეთ დედის ფენომენზე და არანაკლები ამაგი აქვთ მამებს ჩვენს ზრუნვაში და აღზრდაში ჩადებული. მამები  ჩვენთვის ყველაზე ძლიერები და ვაჟკაცობის საზომი ადამიანები არიან“, - სწორედ ამასთან დაკავშირებით, პატარებმა ჩესტერფილდის წიგნიდან - „წერილები ჩემს ვაჟიშვილს“, ლამაზი კომპოზიცია წარადგინეს. 

მოსწავლეები ერთობლივად შექმნილი ლამაზი და თბილი ლექსებით მიესალმნენ თავიანთ მასწავლებლებს და მადლობა გადაუხადეს იმ დიდი ამაგისათვის, სიყვარულისა და სითბოსათვის, რომელსაც გრძნობდნენ სკოლის კედლებში. 

მეხუთესკენ მიგვაცილებენ მასწავლებლები, თავზე დაგვტრიალებენ, გვიცავენ, დედასავით გვისწორებენ ფრთებს და იმედიანად გვიშვებენ ხელს. მეხუთე კლასში გადავდივართ გაგვიღეთ კარი, ჩვენთვის აქ ხომ ყველაფერი ახალი იქნება, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს. მეოთხემდე რაც კი ცოდნა გადმოგვეცით ჩვენს მეხსიერებაში დავამკვიდრეთ. ჩვენ, ეს ოთხი წელის ზღაპრულ სამყაროში ვაშენებდით სიკეთის, სიყვარულისა და მეგობრობის სასახლეს, სადაც ბედნიერი ბავშვობა გავატარეთ“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

და ბოლოს, მოსწავლეებს მიმართა პირველმა მასწავლებელმა ლოლიტა ნებიერიძემ:

„ძვირფასო ბავშვებო, თქვენ გაიარეთ სასკოლო ცხოვრების საწყისი ეტაპი და წარმატებით გადალახეთ პირველი წინააღმდეგობები. მიაღწიეთ პირველ გამარჯვებებს. 4 წლის მანძილზე:

მე ვიყავი თქვენი მრჩეველი და ფსიქოლოგი-თქვენი პრობლემების დროს; მე ვიყავი დაცვის სამსახური-თქვენი უსაფრთხოებისა; მე ვიყავი ბიბლიოთეკარი-თქვენი წიგნიერებისა; მე ვიყავი ალბომი-თქვენი კლასის ფოტოსურათებისა; მე ვიყავი ექიმი-თქვენი ჯანმრთელობისა; მე ვიყავი სანთელი-თქვენი გზის განათებისა; მე ვიყავი მხიარულება-თქვენი ღიმილისა; მე ვიყავი სიყვარული-თქვენი გულიდან ამოსული და მე ვიყავი თქვენი პირველი მასწავლებელი და ვამაყობ ამით.

თქვენ გაიარეთ ცოდნის მიღების პირველი ეტაპი და გადახვედით ახალ ეტაპზე. დღეს მინდა გირჩიოთ: ცოდნის მისაღებად არ დაიშუროთ მცდელობა და სიბეჯითე. არც ის დაივიწყოთ, რომ ფუჭია ცოდნა თუ ადამიანებთან ურთიერთობა არ გეცოდინებათ. ცოდნით და აღზრდით დაიმკვიდრებთ საპატიო ადგილს  საზოგადოებაში.    

გემშვიდობებით მშობლებს, როგორც  მასწავლებელი და მშობელი. გმადლობთ ნდობისთვის, თანადგომისა და აქტიურობისთვის. მოსწავლეებს, როგორც მასწავლებელი და მოსწავლე და ვრჩები თქვენს კეთილმოსურნე მეგობრად, მრჩევლად და აქტიურ მსმენელად. 

სიყვარულით, ლოლიტა მასწავლებელი“, - ამ ემოციური სიტყვებით გააცილა პედაგოგმა პატარები და მხიარული არდადეგები უსურვა. 

„წარმატებები ჩვენს პატარებს ! ისინი საგზლად წაიღებენ მიღებულ ცოდნას, უნარებს, გამოცდილებას და სათანადოდ მომზადებულები შეხვდებიან ახალ გამოწვევებს მე-5 კლასში“, - აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

უნდა ასწავლოს თუ არა სკოლამდელმა დაწესებულებამ ბავშვს წერა-კითხვა?

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება