მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
მათ შორის, VII კლასის მოსწავლეები - მარიამ ბენიაიძე, ანასტასია ხუციშვილი, ანა ბუჩუკური და IX კლასის მოსწავლე მარიამ ბუჩუკური ჩაერთნენ მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსში, რომელიც საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით წელს მეთერთმეტედ გაიმართა.
საკონკურსო წერილის თემა გახლდათ - „მისწერე წერილი მომავალ თაობას სამყაროზე, რომელსაც იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“.
კონკურსის მიზანი იყო წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ, მასწავლებელს კი ინიციატივის გამოჩენისთვის მადლობას უხდიან.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებელს კონკურსში მონაწილეობისთვის და უსურვებს წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება