მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგის როლი განათლებული საზოგადოების ფორმირებაში განუზომელია, შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ღვაწლი დაფასებული და აღნიშნულია.
ხეოთის საჯარო სკოლა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს. სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულებამდე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის კამპანიის მხარდამჭერი არაერთი აქტივობა გაიმართა, მასწავლებლის საქმიანობის როლის წარმოჩენის და დაფასების მიზნით.
გიზიარებთ რიგით მე-3 აქტივობას:
14 ივნისს მოეწყო ნახატების გამოფენა თემაზე - „ჩემს მასწავლებელს“, რომელშიც სრულიად სასკოლო საზოგადოება იყო ჩართული. აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა პედაგოგების - შორენა ზაზაძის, ეკატერინე ბალახაძის, ჟუჟუნა წიკლაურის, გურანდა გურგენიძისა და გუნა ბერიძის ორგანიზებით.
აქტივობა საყოველთაო ზეიმად იქცა.
„მადლობა ამ დღისთვის თითოეულ მონაწილეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიურობა და შემოქმედებითობა ახარებთ.
როგორც მოგეხსენებათ, 2023 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა