სიახლეები
სკოლები

„სკოლის წარმატების უმთავრესი პირობაა მაღალკვალიფიციური პედაგოგები და სწავლების სწორი გააზრება“ - მიხეილ ჯაყელი,  ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი
10-07-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორ მიხეილ ჯაყელისთვის სკოლის წარმატების უმთავრესი პირობა მაღალკვალიფიციური პედაგოგები და სწავლების სწორი გააზრებაა, ბავშვების სიყვარულით გულანთებული მოსწავლის სულთან მისასვლელ უმოკლეს გზას ეძებს და გულით ემსახურება ყველაზე ღირებულს - განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობების აღზრდის საქმეს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- სკოლის წარმატების უმთავრესი პირობაა მაღალკვალიფიციური პედაგოგები და სწავლების სწორი გააზრება.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- სიყმაწვილის ასაკში ერთმა მოხუცმა კაცმა კითხვა დამისვა:

- სოფლის შენებას რა უნდაო?

რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი, მაგრამ მოხუცმა თავი გააქნია და მითხრა:

- გახსოვდეს ბაბუ, სოფლის შენებას გული და ჯიგარი უნდაო.

და ეს დარიგება ძილ-ღვიძილშიც კი მახსოვს. 

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- არც ერთი დღე არ დაკარგონ. 

ასეთი თქმულებაა: „გუშინდელი დღე ისტორიაა, ხვალინდელი დღე საიდუმლო, დღევანდელი კი საჩუქარი“.

ყოველი დღე ახალი შანსია და უნდა გამოიყენო.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

პირველი -  დააფასონ დრო და გამოიყენონ მხოლოდ სასიკეთოდ;

მეორე -  ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებით შეძლონ ცოდნა-უნარების შეძენა და განვითარება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მასწავლებლის გულწრფელი ღიმილით და კეთილგანწყობით მოსწავლის სულთან მისასვლელი უმოკლესი გზის პოვნას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ჯერომ სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“, გიორგი გასპადინოვის „Time Shelter“, ივან ბუნინის „მშვიდი სუნთქვა“ და თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან აკა მორჩილაძის - „გადაფრენა მადათოვზე და უკან“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- უპირველეს ყოვლისა ერთიან და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას, ჯანმრთელობას, სილაღეს, მუდმივად პოზიტიურ და ხალისიან განწყობას და წარმატებას სამსახურეობრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება