მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ბიძინა ჩიკვაიძე, რომელიც 45 წლის განმავლობაში ერთგულად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
ბიძინა ჩიკვაიძემ არაერთი განათლებული თაობა აღუზარდა ქვეყანას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
„პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს… ქედს ვიხრით და მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინას იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც მიუძღვის ჩვენი სკოლის წინაშე. მშვიდობით, ნათელი თქვენს სულს“,- ვკითხულობთ ვაიოს საჯარო სკოლის დირექტორის ბადრი შავიშვილისა და სასკოლო საზოგადოების სახელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღრმად პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს