სიახლეები
სკოლები

„დღე-სასწაული სასწაულ ბავშვებთან“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ ტრადიციადქცეული ფესტივალი
11-07-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ 2023-2024 სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რაც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური, შემოქმედებითი  უნარების განვითარებას. სასწავლო წლის ბოლოს კი სკოლამ, უკვე ტრადიციადქცეული ფესტივალი შესთავაზა საზოგადოებას - „დღე-სასწაული სასწაულ ბავშვებთან“.

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და მთელი სკოლა გააერთიანა. წარმოდგენაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მონაწილეობდა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა კლასმა დაწერა თავის შემოქმედებითი ისტორია.

„ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,

ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი, ....... ამ სიტყვებით დაიწყო საღამო და ოქროს ჩიტთან ერთად მაყურებელიც ბავშვობისაკენ გაფრინდა. „უდიდესი ბედნიერება, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში დაგემართოს, არის ბავშვობა“- აგატა კრისტი. აღმოჩენების, თამაშის, ოცნებების, გართობის პერიოდი - ეს ბავშვობაა, განსაკუთრებული პერიოდი ყველას ცხოვრებაში. ბავშვობის წლები სკოლაში გატარებულ წლებთან ასოცირდება. ბავშვობა, სკოლა, საუკეთესო წლებია, რომელსაც უკან ვერ დავიბრუნებთ.

შთამბეჭდავი იყო საღამოს გახსნა სკოლის კურსდამთავრებულების მიერ მომზადებული ნომრით, „ანაბასისთან“ ერთად ისინი ბავშვობას ეთხოვებიან და ახალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. იმედი გვაქვს „ანაბასისში“ გატარებული წლები,  მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაჰყვებათ საგზლად მომავალ ცხოვრებაში, თავიანთ ადგილს იპოვიან, ყველა პრობლემის მიუხედავად ადამიანობას შეინარჩუნებენ, საკუთარი თავის რწმენას, სიყვარულს არ დაკარგავენ, დაიმახსოვრებენ, რომ  წარმატების საიდუმლო მათ ხელშია. სცენიდან კი კურსდამთავრებულები პირველკლასელებმა გააცილეს ვარდებითა და ოვაციებით. „თაობა მიდის, თაობა მოდის... ცხოვრება გრძელდება და ის მშვენიერია“,

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ კლასები საუკეთესოდ, პასუხისმგებლობით მომზადებული ნომრებით. ყველა ნომერი იყო სანახაობრივი და საინტერესო. მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში  ჩვენი სკოლის ძლიერი მხარეა. გამონაკლისი არც ეს საღამო იყო. თითქმის  ყველა მშობელი დარბაზიდან თუ კულისებიდან იყო მონაწილე მათი შვილების სასცენო ნომრის. მე-4ბ კლასის მშობლებმა კი შვილებთან ერთად ლამაზი ვალსით დაამშვენეს სცენა და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. მე-2 ა კლასის მოსწავლის მშობელმა ნონა გიგაშვილმა შვილის მეგობრების სასცენო ნომრის მომზადება იტვირთა და ძალიან საინტერესოდ წარდგნენ მეორე კლასელები სცენაზე.  საღამოს მომზადებაში ქორეოგრაფები: სოფო ცქიტიშვილი და გოგი ქლიბაძე იყვნენ ჩართულნი, ასევე მუსიკის მასწავლებელი თეა მიქაბერიძე, ძალიან დიდი შრომა ჩადეს კლასის ხელმძღვანელებმა.

საღამოში მონაწილეობდა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე. ამიტომაც არის იგი ყველა კლასის ღონისძიება, ყველა მონაწილე კლასი წერს თავის შემოქმედებით ისტორიას. საღამო დაამშვენა სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მიერ მაღალ დონეზე შესრულებულმა ცეკვებმა ( ხელმძღვანელი გოგი ქლიბაძე), მუსიკალურ კონკურსებში გამარჯვებულმა არაერთმა მონაწილემ (პედაგოგი თეა მიქაბერიძე), მერვეკლასელი გოგონების მიერ შესრულებულმა ცეცხლოვანმა ბოშურმა ცეკვამ. საღამო დაასრულა სკოლის მოსწავლეთა გუნდმა სიმღერით - „რა კარგია ბავშვობა“. ლამაზი, სანახაობრივი, საინტერესო საღამო შედგა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა ჩვენი ბავშვების შესაძლებლობები უსაზღვროა, შრომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით ყველაფერი მიიღწევა!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ბავშვებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ და ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან. 

„ლაღი, ბედნიერი, ლამაზი ისტორიებით სავსე საზაფხულო არდადადეგები ჩვენს ბავშვებს! მადლობა მათ, მშობლებს, მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის!“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

საღამოს ესწრებოდნენ, მოსწავლეთა მშობლები, რესურსცენტრის, სხვადასხვა სკოლებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საღამო გააშუქა ადგილობრივმა ტელეკომპანია „არგომ“, რისთვისაც სკოლაში მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება