მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სკოლამ აღზარდოს წარმატებული, კონკურენტუნარიანი მოქალაქე. ახალგაზრდებს ურჩევს მიზნისკენ სწრაფვა არასდროს შეწყვიტონ, თავად კი მათ ეხმარება შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებაში.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებულ, უსაფრთხო სასკოლო გარემოს, სადაც სუფევს ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ერთმანეთზე მზრუნველობა. წარმატებული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
სკოლამ უნდა აღზარდოს თაობა, რომელიც გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში იქნება კონკურენტუნარიანი, შეძლებს შესაძლებლობების რეალიზებას და წარმატების მიღწევას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- არ შეწყვიტო განვითარება, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო. ერთხელ ბაბუაჩემმა მითხრა, გახსოვდეს ბაბუ, სოფლის შენებას დიდი გული და სიყვარული უნდაო.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- აირჩიონ სასურველი პროფესია, მიზნისკენ სწრაფვა არასდროს შეწყვიტონ და გახდებიან წარმატებულნი.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საგანმანათლებლო პროექტებში. ხარისხიანი ცოდნა და წიგნიერება მათ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება. ასევე, ვფიქრობ მნიშვნელოვანია პატრიოტიზმი, ზომიერება, და, რაც მთავარია, მეტი სიყვარული.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- იცნობდე მის შინაგან სამყაროს, დაეხმარო შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებაში.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- წაიკითხონ ნებისმიერი წიგნი მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ისტორიულიდან ვირჩევდი - „დათა თუთაშხიას“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- პირველ რიგში გაერთიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას, ასევე წარმატებას პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ