მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორ ნინო კიკნაველიძისთვის სკოლის წარმატება წარმატებულ მოსწავლეებს ნიშნავს, ამიტომ მოწაფეებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს და მათ მიღწევებს ახალისებს. ბავშვებს ცოდნასა და გამოცდილებას დიდი სიყვარულით უზიარებს და აღნიშნავს, რომ ახალი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლაა.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- წარმატებულ მოსწავლეებს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა შენ მოგექცნენ“.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- არ ინერვიულონ და წარმატებებიც იქნება.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- სწავლა, ადათ-წესების ცოდნა, ურთიერთპატივისცემა...
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- გადავცე მას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ყველა წიგნი საინტერესოა თავისებურად და იძლევა გარკვეულ ცოდნას, ამიტომ ყველა მოსწავლეს შეუძლია მისი ინტერესიდან გამომდინარე შეარჩიოს საკითხავი ლიტერატურა.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- წარმატებებს სკოლასა და პირად ცხოვრებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ